უახლესი ამბები
- 23.01.2021 17:35ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
- 23.01.2021 17:35გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
- 23.01.2021 17:35მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს
- 23.01.2021 17:10ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე
- 23.01.2021 17:10რატომ შეუზღუდეს გიგი უგულავას ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის უფლება - შსს განცხადებას ავრცელებს
- 23.01.2021 17:10ოპოზიციის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს
- 23.01.2021 16:05სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
- 23.01.2021 16:0548%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა - მამუკა ხაზარაძე
- 23.01.2021 16:05„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია
- 23.01.2021 15:00„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
არქივი
საზოგადოება


ონლაინ კონსულტაციის პროცესში 100 ექიმი იქნება ჩართული - თამარ გაბუნია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ონლაინს კონსულტაციის პროცესში 100 ექიმი იქნება ჩართული.
როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, სოფლის ექიმების რაოდენობა 1300 აღწევს და დაახლოებით ამდენივეა ქალაქის საერთო ქსელში ოჯახის ექიმების რაოდენობა.
„ონლაინ-კლინიკების მიზნებისთვის, სატელეფონო ბრიგადების უზრუნველყოფისთვის ამ ეტაპზე შეფასებულია, რომ 100 ექიმი იქნება ჩართული იმ პროცესში, რაც უკავშირდება ონლაინ-კონსულტაციას. თუმცა ზოგადად, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში სოფლის ექიმების რაოდენობა 1300-ს აღწევს და დაახლოებით ამდენივეა ქალაქის ქსელში ოჯახის ექიმების რაოდენობა.
ჩვენ ეტაპობრივად გავაგრძელებთ ოჯახის ექიმებთან მუშაობას ონლაინ-ტრენინგის მექანიზმის საშუალებით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრშია გამართული. ამდენად ყველა ექიმს ექნება საშუალება, რომ უშუალო კავშირი ჰქონდეს მეტად გამოცდილ ოჯახის ექიმებთან და მათგან მიიღოს ინსტრუქცია. ეს პროცესი მიმდინარეობს და ორი კვირის მანძილზე 200-მდე ოჯახის ექიმს მოიცავს.
დღეს თბილისში ეს სისტემა უკვე მუშაობს და მოსახლეობას შეუძლია განაგრძოს 112-ზე დარეკვა და შემდეგ მათი ზარი გადამისამართდება თბილისის ოჯახის ექიმებთან. ვფიქრობ, უკვე ხვალიდან ეტაპობრივად გავრცელდება და ესეც დაანონსდება, სად, რომელ რეგიონში იქნება სისტემა მზად, ზარების მიღებისა და ონლაინ კონსულტაციებისთვის“,- განაცხადა გაბუნიამ.
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00
ხელისუფლებამ აღარ დაგვიტოვა პროტესტის გარდა სხვა გზა - „ლელო საქართველოსთვის“
23 იანვარი, 2021 , 14:49

„ეს არის მონობის დაანონსება“ - შეზღუდვების ფორმალურად შემსუბუქებას სამოქალაქო აქტივისტებთან და საზოგადოებსათან ერთად პოლიტიკოსებიც გააპროტესტებენ
23 იანვარი, 2021 , 14:43

“გაწითლებული ხარო” - გიგი უგულავას საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ
23 იანვარი, 2021 , 13:00