უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

2 დეკემბერი, 2021 16:19
font-size

ონლაინ-სათამაშო ბიზნესის პოზიცია მოსალოდნელ რეგულაციებზე

22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ონლაინ კაზინოებისთვის ჯერ გადასახადების გაზრდას, რეკლამების აკრძალვასა და მოთამაშეთა ასაკის აწევას, შემდეგ კი მათ საერთოდ აკრძალვას გეგმავდა.

აქედან ერთი კვირის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა ტექსტი, რომ მისი გადაწყვეტილებით ონლაინ კაზინოებს შემდეგი რეგულაციები დაუწესდებოდათ: ონლაინ სათამაშო სექტორის ჯამურად დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 70%-ით; აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს რომლებიც შემოსავლების სამსახურს მიმართავენ თვითშეზღუდვის მოთხოვნით, ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან შავ სიაში ოჯახის წევრების მოთხოვნით სასამართლოს გზით; აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.

დღეს, სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (GGA), რომელიც საქართველოში ლიცენზირებული ონლაინ სათამაშო ბიზნესის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს, პრესკონფერენცია გამართა. მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა სექტორის პოზიცია დააფიქსირა.

„დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებული ვიქნებით, შესაბამისად მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ, თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის, სპონსორობაზე და ვინაიდან გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს სპორტის პროდუქტის, ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი“, - განაცხადა მამულაიშვილმა.

როგორ მივიღოთ ბიზნეს სესხი?

12 იანვარი, 2022 , 13:27

ბიზნესის დასაწყებად ან არსებული საქმიანობის განვითარებისთვის, ბიზნეს სესხით სარგებლობა კარგი საშუალებაა. კომპანია MBC 100 000 ლარამდე ბიზნეს სესხს გამარტივებული პროცედურებით გთავაზობთ. MBC-ის ბიზნეს სესხის შემთხვევაში ნე

ჯადოსნური საახალწლო და საშობაო სიურპრიზი ბენტლი მოტორსისგან, ქრუდან

10 დეკემბერი, 2021 , 14:38

-სადღესასწაულო დღეების მოახლოვებას ბენტლი ჯადოსნური კამპანიით ეგებება. ის სავსეა ოსტატურად, ინოვაციურად და ეკოლოგიურად შესრულებული სამუშაოს დეტალებით -გონებამახვილმა შეგირდებმა, დიზაინერებმა და ოსტატებმა, ქრუდან, შექმნეს

BENTLEY აღნიშნავს ავტომობილის პირველად მიწოდების საუკუნოვან იუბილეს

8 დეკემბერი, 2021 , 15:22

ბენტლი მოტორსი 2021 წელს აღნიშნავს კლიენტისთვის პირველი ავტომობილის გადაცემის საუკუნოვან იუბილეს. მოდელი 3-Litre, რომელიც დარეგისტრირდა 1921 წელს სახელმწიფო ნომრით KS 1661, შეიძინა ნოელ ვან რაალტემ (Noel van Raalte) 

ფეხბურთის დღესასწაული ბათუმში - საჩემპიონო სვლა, ფანების პერფორმანსი

4 დეკემბერი, 2021 , 20:00

-საქართველოს 2021 წლის ჩემპიონებმა ზეიმი ბათუმის ქუჩებში გააგრძელეს -კლუბის ავტობუსმა რუსთაველის გამზირი ფანების ოვაციების თანხლებით გაიარა -ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა საქართველოს 2021 წლ

ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა

3 დეკემბერი, 2021 , 23:39

2021 წლის 3 დეკემბერი - ეს თარიღი დინამო ბათუმის ისტორიაში სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაეწერა, რადგან კლუბმა საქართველოს ჩემპიონის ფარი პირველად ჩაიბარა და ეს ყველაფერი საკუთარი, ერთგული გულშემატკივრის თვალწინ მოხდა. გია გ

ევროპაბეთმა მსოფლიოს ჩემპიონი რატი ნანავა დაასაჩუქრა

24 ნოემბერი, 2021 , 16:00

-ტრიუმფი დრამატულ ფინალში - რატი ნანავა მსოფლიოს ჩემპიონია! -ქართველმა გეიმერმა eFootball-ის მუნდიალი მოიგო -ევროპაბეთმა ჩემპიონი პარტნიორობის ფარგლებში დაასაჩუქრა  ისტორიული მიღწევა და ნამდვილი სენსაცია ქართულ კიბე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი