უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
ეკონომიკა
29 ნოემბერი, 2016 16:30
ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება - გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობა ონლაინ სესხების გაუქმებას გეგმავს.
შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მსგავსი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან მოდის და მთავრობა აღნიშნულ საკითხზე ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობას იწყებს.
„მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს ამზადებს, რომლის თანახმადაც, ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება. ეს ნაბიჯი გადადგმულია სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის,“ - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი