Opel 2017 წელს ახალ ელექტრომობილს გამოუშვებს

ოპელი 2017 წელს ახალ ელექტრომობილს Opel Ampera -ეს გამოუშვებს.

ავოტმობილი 204 ცხენის ძალა, 0-50 კმ/სთ 3,2 წამში ექნება. მწარმოებლების თქმით, Opel Ampera არა მარტო სწრაფი ელექტრომობილი იქნება, არამედ სრულფასოვანი კომპაქტი ელექტროამძრაობით.

Ampera-მ 2017 წლიდან ევროპაში BMW i3-ს უნდა გაუწიოს კონკურენცია. ავტომობილის პრემიერა პარიზის ავტოშოუზეა დაგეგმილი.

ოპელის ახალი ელექტრომობილი 100 კმ/სთ-მდე დაახლოებით 7 წამში აჩქარდება (BMW i3: 7,2 წამში ჩქარდება) და მაქსიმუმ 150 კმ/სთ-ს განავითარებს.

Ampera აღჭურვილი იქნება გასართობ-საინფორმაციო სისტემებით - IntelliLink და OnStar.

Opel Ampera-e-ს საწყისი ფასი, დაახლოებით 33 ათასი ევრო იქნება.

მონიკა დავლიანიძე