უკან

მოზაიკა

27 ოქტომბერი, 2016 17:55
font-size

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვინაობა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სარეკომენდაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელმაც კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატი უნდა წარუდგინოს. სარეკომენდაციო საბჭო 11 წევრისგან შედგება, მათ შორისაა თავად კულტურის მინისტრი, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მხატვარი გოგი ალექსი -მესხიშვილი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი მაყვალა ქასრაშვილი, მუსიკათმცოდნე მანანა ახმეტელი, დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე. საბჭოს წევრები არიან, აგრეთვე, პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი და რეჟისორი გიზო ჟორდანია, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაზე არ იმყოფებიან და საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით დააფიქსირებენ პოზიციას.

ფარული კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას მიიღებს მიხეილ გიორგაძეც, კანდიდატი ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება და მას საბოლოოდ, მინისტრი დაამტკიცებს.

კომისიის წევრებმა კენჭისყრაზე შესვლამდე ჟურნალიტებთან არ დააკონკრეტეს, თუ რომელ კანდიდატს უჭერენ მხარს.

რაც შეეხება კანდიდატებს, არსებული ინფორმაციით, მათ შორისაა ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, რომლის გადადგომასაც ოპერის თეატრის დასის ნაწილი რამოდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა და საბოლოოდ, სამი თვის წინ, მინისტრის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა პოსტიდან. კანდიდატთა შორის ასევე არიან: მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე, სოპრანო ირინე რატიანი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ბადრი მაისურაძე და მუსიკოსი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

მარი ნამგალაძე

საკვანძო სიტყვები:

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი