უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

12 სექტემბერი, 2018 15:00
font-size

ოპონენტები განაგრძობენ მცდელობას, რომ არასწორი სურათი დაუხატონ საზოგადოებას - მამუკა ბახტაძე

საპარლამენტო რესპუბლიკაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარიც არ შეიძლება, მაშინ როდესაც ადამიანი არის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის მცდელობა არ არის, რომ საქართველოში პოლიტიკა იყოს პერსონიფიცირებული, პირიქით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკა იყოს დეპერსონიფიცირებული და შეიქმნას ის ინსტიტუტები და განისაზღვროს ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მთავრობას მიაღწევინებს საერთო მიზანს.

„ჩვენმა პარტნიორებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომელიც არის ძალიან მკაფიო. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები კვლავ განაგრძობენ მცდელობას, რომ არასწორი სურათი დაუხატონ საზოგადოებას. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ყველაფერს ძალიან ნათლად ხედავს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ჩვენ საქართველოში ვაშენებთ საპარლამენტო რესპუბლიკას, საპარლამენტო დემოკრატიას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ოპონენტები განაგრძობენ მცდელობას, რომ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით არასწორი სურათი დაუხატონ საზოგადოებას.

„საუბარი იმ ადამიანზე, რომელიც არის მმართველი პოლიტიკური ძალის და პარტიის თავმჯდომარე, რომ ის თურმე არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ეს ღიმილის მომგვრელია. გუშინ ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა ეს ღიად დააფიქსირა. ჩემი აზრით საზოგადოება ყველაფერს კარგად აფასებს და მე ვიტყოდი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის არ არის ეს ის საკითხი, რომელიც მათ დამატებით პოლიტიკურ ქულებს მოუტანს. ყველა კარგად ხვდება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარიც არ შეიძლება, მაშინ როდესაც ადამიანი არის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ .

,,წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში”

16 თებერვალი, 2019 , 12:35

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა, გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.  დეკანოზის ძმამ, თორნიკე

ქართველი მოსამართლეების ფეშენებელური სახლები - მოსამართლეები მილიონრების დასახლებიდან (ვიდეო)

16 თებერვალი, 2019 , 11:54

„შაბათის კურიერმა“ მოსამართლეების აგარაკებს და სახლებს მიაგნო, საუბარია მილიონობით ლარის ქონებაზე, რომელიც ახლო ნათესავებზეა გაფორმებული. „შაბათის კურიერმა“ მოსამართლეების აგარაკებს და სახლებს მი

ივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში, ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს - ფადი ასლი

15 თებერვალი, 2019 , 15:40

„ბოლო ორი წელია, მთავრობა საერთოდ არ არის დაინტერესებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადებით ქვეყანაში,“- ეს განცხადება, „კურიერთან“ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ გააკე

თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი - გიგი უგულავა

15 თებერვალი, 2019 , 13:35

ეს მორიგი პოპულისტური გადაწყვეტილებაა. მას შეიძლება, ბევრი მაქებარიც ჰყავდეს, მაგრამ პოპულისტურია, რადგან დედაქალაქის გენერალური გეგმა ჯერ ვერ დაამტკიცეს. - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თბილისი

ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა - გიორგი ქობულია “თიბისი ბანკის” საქმეზე

15 თებერვალი, 2019 , 13:35

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხში სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან. „სამართალდამცა

K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - გიორგი ტყემალაძე

15 თებერვალი, 2019 , 13:05

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს. გიორგი ტყემალაძის შეფასებით, თბილისის