უკან

სამართალი

18 დეკემბერი, 2018 17:40
font-size

ოპოზიცია არჩევნებზე ხმებს უცნაურად ითვლის, 780 ათასი მათი გათვლებით მილიონზე მეტია - ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციას დესტრუქციულ ნაბიჯებზე უარის თქმის და დიალოგის რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომებს მხოლოდ განცხადებებისთვის იყენებენ და შემდეგ დარბაზიდან გადიან.

„ამ ბოლო დროს ჩვენ კოლეგებს ჩვევად ექცათ, რომ განცხადებას აკეთებენ და შემდეგ რატომღაც გარბიან. მგონი, ყველა ვთანხმდებით იმ შეფასებაში, რომ ქვეყანაში არის დაძაბული გარემო და აგრესიული ფონი, თუმცა ამაში ერთი კონკრეტული ოპოზიციური პარტიის ხელი ურევია და ამ ცეცხლზე ნავთს შემდეგ სხვებიც ასხამენ. ეს ყველაფერი ფაქტებით დადასტურდა. დავინახეთ, თელავის მიმართულებისკენ მოძრაობისას,როგორ ექცეოდნენ მათი წარმომადგენლები პოლიციელებს,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოპოზიციას მათემატიკა დაუწუნა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე მიღებულ ხმებს უცნაურად ითვლიან.

„ძალიან უცნაური მათემატიკა აქვთ. 780 000 ხმა ხან 900 000 ხდება, ხანაც მილიონი და კიდევ უფრო მეტი. ზოგჯერ კი 780 000 ხმა მილიონზე მეტადაც გამოჰყავთ. არ ვიცი ამას როგორ ახერხებენ,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მან ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა ბოიკოტის ნაცვლად, დიალოგის რეჟიმზე გადავიდნენ.

საბაჟო გამშვებ პუნქტებში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

17 ივლისი, 2019 , 13:10

9-17 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სადახლო-სავტომობილო“, „სარფი“, ,,წითელი ხიდი“ და „ნინოწმინდა“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფ

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

17 ივლისი, 2019 , 12:15

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. გ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღაზია „აიტექნიკსის“ ქურდობის ფაქტი გახსნა

17 ივლისი, 2019 , 12:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით ორი პირი: 2000 წ

ვიღაცას ძალიან სურს, 20 ივნისს გახარიას მხრიდან ჩადენილი დანაშაული გადააბრალოს სხვას - ბაჩუკი ქარდავა

16 ივლისი, 2019 , 16:45

ვიღაცას ძალიან სურს, გულწრფელ პროტესტს ორგანიზებული ფორმა მისცეს, მერე ეს ორგანიზებული პროტესტი გადააქციოს ორგანიზებულ აჯანყებად და შემდგომ, 20 ივნისს გახარიას მხრიდან ჩადენილი დანაშაული გადააბრალოს სხვას, – ამის შ

„საქართველოს ბანკის` ექსპრეს ფილიალის თანამშრომლებზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა

16 ივლისი, 2019 , 16:25

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული კ.ჩ დამნაშავედ ცნო. ა

20 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

16 ივლისი, 2019 , 15:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. 20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ შინაგან საქმეთა სა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს