პოლიტიკა


ოპოზიცია მზად არის, კონსტრუქციულ წინადადებას მიუდგეს შესაბამისად - ვახტანგ მეგრელიშვილი
ოპოზიციას მაგიდაზე დადებული აქვს ერთი წინადადება. თუ „ქართული ოცნებისთვის“ ეს წინადადება მიუღებელი იქნება, ისმის კითხვა: არსებობს თუ არა სხვა წინადადებები, რომელიც ოპოზიციისთვის შესაძლოა მისაღები იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„პოლიტიკური პარტიებს მუდმივ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია როგორც ერთმანეთთან, ასევე შუამავლებთან. იმედს ვიტოვებთ, დარჩენილ დროში შესაძლებელი გახდება, მოლაპარაკებების გზით გადაიჭრას ის პოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც ამ ქვეყანაშია. იმედს ვიტოვებ, „ქართული ოცნების“ წინადადება, რომელსაც ათანხმებს მედიატორებთან, იქნება ისეთი სერიოზული, რომ მისი განხილვა ოპოზიციის შიგნით შესაძლებელი იქნება. გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია მოწადინებულია, ოპოზიციის ბევრ ლიდერს ესმის სიტუაციის სიმძიმე. ოპოზიცია მზად არის, კონსტრუქციულ წინადადებას მიუდგეს შესაბამისად.
ოპოზიციას მაგიდაზე დადებული აქვს ერთი წინადადება. თუ „ქართული ოცნებისთვის“ ეს წინადადება მიუღებელი იქნება, ისმის კითხვა: არსებობს თუ არა სხვა წინადადებები, რომელიც ოპოზიციისთვის შესაძლოა მისაღები იყოს.
არსებობს ქვეყანაში თემები, რომლის დათმობაც შინაარსობრივად ნიშნავს ზუსტად იმავეს, რასაც ოპოზიცია ითხოვს აი, ამ ფორმით - რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ფორმით.
წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაში სასამართლო რომ გვქონდეს, ხომ არ დაგვჭირდებოდა ეს პროცესები. ჩვენ წავიდოდით სასამართლოში და სისხლის სამართლის დამნაშავეების დასჯას მოვითხოვდით. თუ ისინი არ აღმოჩნდებოდნენ დამნაშავეები, მაშინ აღმოჩნდებოდა, რომ ოპოზიცია ტყუის, რის გამოც გადაიხდიდა პოლიტიკურ ფასს.
ეს არის მაგალითი, რომლის შესრულება ფიზიკურად შეუძლებელია. სასამართლოს დათმობა ნიშნავს ხელისუფლების დათმობას, ამიტომ ეს ხელისუფლება ამაზე არ წამოვა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ - ირაკლი კობახიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40

ვასილ მაღლაფერიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა
16 იანვარი, 2021 , 15:00
ირაკლი კობახიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარე გახდა
16 იანვარი, 2021 , 14:45
`ოცნების` ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დააკავეს რამდენიმე აქტივისტი
16 იანვარი, 2021 , 13:20

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ
16 იანვარი, 2021 , 13:04

დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება - ნიკა მელია
16 იანვარი, 2021 , 12:49