უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 მარტი, 2018 14:15
font-size

ოპოზიცია საყდრისის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ფონდის შექმნას არ გამორიცხავს

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ეკონომიკის სამინიტროს მიერ, საყდრისის საკითხთან დაკავშირებით, მოთხოვნის უგულებელყოფის შემთხვევაში საზოგადოებრივი ფონდის შექმნასა და შპს RMG Gold-თვის კონკურენციის გაწევას გეგმავენ.

”ახალი საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ აუქციონი თუ არ შეჩერდება, პარტიები საზოგადოებას მოუწოდებენ ფონდში შემოწირულობა შეიტანონ, რათა მიწის გამოსყიდვა შესაძლებელი გახდეს.

პაატა მანჯგალა საქმეში ხელისუფლების ინტერესებს ხედავს, რადგან მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შეცვლა უცებ მოხდა.

„იმისთვის, რომ ზუსტად გავიაზროთ რაც იქ ხდება, დღეს, აუცილებელია ვიცოდეთ წინა პერიოდი, როცა საყდრისის აფეთქება მოხდა. როცა კომისიამ შეუცვალა მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, იქ იყვნენ ადამიანები, დამოუკიდებელი ექსპერტების სახით, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულნი იყვნენ “RMG GOLD”-თან, ეს დადასტურებული ფაქტია. ასევე ვიცით, რომ როცა მთავარი პროკურორი გადადგა პირდაპირ ამ კომპანიის ინტერესების დამცველი გახდა. ასეთი მაღალი ლობირება ხელისუფლების მხრიდან, მაღალი ალბათობის ეჭვს ბადებს, რომ აქ არის ხელისუფლების ინტერესი, რადგან ძეგლისთვის უცებ მოხდა სტატუსის შეცვლა, ახლაც ფაქტობრივად ეკოციდია ადგილზე და არცერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანების ჯანმრთელობაზე, ადგილზე კვლევებს არ ატარებს“-განაცხადა მანჯგალაძემ

შეგახსენებთ, რომ 13 პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს და ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ეკატერინე სისაურს განცხადებით მიმართა. ოპოზიცია სოფელ დიდ დმანისში შპს RMG Gold-ის მომიჯნავედ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის გაუქმებას ითხოვს.

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი