უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 დეკემბერი, 2018 17:40
font-size

ოპოზიციას უნდა, რომ საზოგადოება ორად გახლეჩილი იხილოს, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ - ლევან ჟორჟოლიანი

„სამართლებრივ სახელმწიფოში არსებობს როგორც უფლების დაცვა, ასევე უფლების შეზღუდვა და ამას აქვს თავისი საზღვრები. ერთის ან მეორის განხორციელებისას იმ სიმაღლეებზე არ უნდა ავიჭრათ, რომ ბოლოს აღმოვჩნდეთ მთვარეზე. ჩვენი ოპონენტები ახლა არიან მთვარეზე და ვერ გრძნობენ იმ რეალობას, რა რეალობაც არის ქვეყანაში“ - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის ბრალდებებს იურიდიულ საკითხთა და ადმიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი.

მისი თქმით, ოპოზიციას უნდა, რომ საზოგადოება ორად გახლეჩილი იხილოს, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება ჩვენს რეალობაში, რომ მთელი საზოგადოება ერთ რამეზე თანხმდება და ეს ამ არჩევნებზე მოხდა.

„მთელი საზოგადოება შეთანხმდა იმაზე, რომ ქვეყანაში ხელისუფლებების ცვლილება მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით და არა რევოლუციით. მე მესმის, რომ მათ რევოლუცია ძალიან უნდათ, მაგრამ ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებით კარგად დაანახა მათ, რომ არეულობას არ დაუშვებს.

ქართველებს თქვენ ორად ვერ გაყოფთ. ეს მხოლოდ თქვენს სიზმრებში შეიძლება მოხდეს“ - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საგარეჯოს მერია გიგი უგულავას განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს

23 იანვარი, 2019 , 17:25

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ,,ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. ,,სიცრუე და დეზინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადება თითქოს 21 ი

უხერხულია მეგობრებო, ძალიან! - თამარ ჩუგოშვილი სერგი კაპანაძეს პასუხობს

23 იანვარი, 2019 , 17:17

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი კაპანაძეს პასუხობს იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ევროსაბჭ

“მმართველი უმრავლესობა და ბიძინა ივანიშვილი არიან დაკავებული საკუთარი კლანური ინტერესებით, გავლენის სფეროებით და კორუფციის წყაროების გადანაწილებით”

23 იანვარი, 2019 , 17:10

ხვალისთვის დაანონსებულ უმრავლესობის სხდომას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ეხმაურება. „ქვეყანა არის კრიზისში შესული, როდესაც ძალიან მძიმე სოციალური ფონია, ეკონომიკური ვითარება არის უმძი

„ევროპული საქართველოს“ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება - შესყიდვების სააგენტო

23 იანვარი, 2019 , 16:30

„ევროპული საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, მუნიციპალიტეტებში ათასობით სკოლის მოსწავლეების სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების გარეშე დატოვების თაობაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ის

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჭიდაობის ფედერაციის პრობლემები სწრაფად გადაიჭრას - მიხეილ ბატიაშვილი

23 იანვარი, 2019 , 14:33

ყველა მხარე, ვისაც სპორტის განვითარება გვაინტერესებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჭიდაობის ფედერაციის პრობლემები სწრაფად გადაიჭრას და სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირებისთვის მომზადება მშვიდ გარემოში შეძლონ, – ამის

„რა შემაკავებელი ორდერი, არავინ სცემდა` - გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვლის პირველი კომენტარი

23 იანვარი, 2019 , 13:43

გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი გოგონაზე ძალადობას უარყოფს. - ამის შესახებ  ინფორმაციას “კურიერი“ ავრცელბს. არკადი ზალაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ 4 წლის გოგონა ბოლო დროს ცუდა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`