უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

11 ივნისი, 2019 19:11
font-size

ოპოზიციას ვურჩევ, ცოტა დამაჯერებელი ტყუილი მოიფიქროს - კახა კალაძე კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე

თბილისის მერი კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუესა და ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ თბილისის მერიას, თავად მერს და მის მოადგილეს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან არანარი კავშირი არა აქვს.

კახი კალაძის განმარტებით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე გამოცდილი სპეციალისტია, თუმცა ის მერიაში არ მუშაობს და მის საქმიანობასთან დაკავშირებით ინტერესის შემთხვევაში, მედიამ კითხვები შესაბამის უწყებას უნდა დაუსვას.

„ოპოზიციას ვურჩევ, ცოტა დამაჯერებელი ტყუილი მოიფიქროს. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისინი იმით მაინც იყვნენ პოპულარულები, რომ ოსტატურად ატყუებდნენ ხალხს, ბევრ რამეს აჯერებდნენ, შექმნეს ვირტუალური საქართველო, სადაც ყველას ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ყველა ბედნიერი იყო და ყველაფერი მაგრად მიდიოდა, მაგრამ ახლა უკვე ტყუილებიც არ გამოსდით. ამ საკითხთან რა შუაშია მერია, კახა კალაძე და ირაკლი ხმალაძე? გაზის ტრანსპორტირების კომპანია არის ცალკე სტრუქტურა. არავის მივცემთ უფლებას, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, რისი მცდელობაც აქვთ. რაც შეეხება ირაკლი ხმალაძის ძმას, ის გამოცდილი, პროფესიონალი სპეციალისტია, რომელიც მერიაში არ მუშაობს. „ბილდინგ დეველოპერთან” დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე კითხვა, დაუსვით შესაბამის უწყებას და არა დედაქალაქის მერიას. მერიის საკითხებთან მიმართებაში, არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე თემას გავქცეოდით. ჩვენს გადაწყვეტილებებზე ყოველთვის პასუხისმგებლები ვართ, გვეამაყება, რასაც თბილისისთვის და თბილისელებისთვის ვაკეთებთ და ეს ასე გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხარის მხრიდან.- სალომე ზურაბიშვილი

15 ივნისი, 2019 , 14:52

მე ვარ ყველას პრეზიდენტი, არავინ უნდა უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან,– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული უფლებაა, სუვერენული არჩევანი - ზურაბ აბაშიძე

14 ივნისი, 2019 , 10:14

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული უფლება და არჩევანია, – ასე ეხმაურება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო

ქვეყანაში საარჩევნო სისტემა პროპორციული უნდა იყოს, შერეული თუ მაჟორიტარული, ამ კითხვაზე პასუხი კონსტიტუციამ გასცა - თეა წულუკიანი

13 ივნისი, 2019 , 14:15

მისასალმებელია, რომ მმართველი გუნდი და პარლამენტში უმრავლესობა საკუთარი ინიციატივით ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელმაც მომავალი წლის არჩევნებამდე ბევრად ადრე უნდა დაიწყოს და დაასრულოს მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზებ

ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ფეხების ბაკუნი აირჩია - არჩილ თალაკვაძე

13 ივნისი, 2019 , 13:38

საპარლამენტო ოპოზიცია დღემდე ყველა გამოსვლაში იმეორებდა, რომ ეუთო-ს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, ახლა როცა შევქმენით სამუშაო ფორმატი და რეკომენდაციებზე მუშაობა დავიწყეთ, მათ თქვეს, რომ ეს მეორეხარისხოვანია, – ამი

სულ ანგელოზები რომ მოიყვანონ და სულ გენიოსები, მაინც არაფერი არ ეშველება - გია ხუხაშვილი

10 ივნისი, 2019 , 17:40

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ქართულ ოცნებაში" დაანონსებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ პარტიას განახლების შანსი არ აქვს, რადგან როდესაც საუბარი ცვლილებებზე დაიწყო, პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნეს და მ

მე თვითონ ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი - მერაბ ქვარაია

10 ივნისი, 2019 , 16:00

"ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ, „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდ

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!