უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

12 აპრილი, 2019 14:35
font-size

ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე - მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავება პოლიტიკური დევნა არ არის.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ოპონენტების დევნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ეს პირები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს და ერთ საათში თუ კიდევ უფრო ნაკლებ დროში გაათავისუფლეს. ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე და თუ შეადარებთ ფაქტებს, თქვენთვისაც ყველაფერი ნათელი გახდება“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ზუგდიდში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი – პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე, ასევე პარტიის ერთ-ერთი წევრი მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. მოგვიანებით, პოლიციამ პატარაია და წითლიძე გაათავისუფლა, ხოლო მანუჩარ ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით და არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული - ბაჩანა შენგელია

18 აპრილი, 2019 , 15:26

ამდენი ხანი ვსაუბრობდით, რომ გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით და არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ საქმეში, რომ მთავარი მოქმედი პირი, მიხეილ ბატიაშვილი არ არის გამოკითხული საქმეზე, - ამის შეს

ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა, თუმცა თანამდებობების დატოვება თავად მოუწია - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2019 , 16:55

ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა, თუმცა თანამდებობების დატოვება თავად მოუწია - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიას იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დეპუტატი ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენე

საკრებულოს წევრი ლევან არველაძე მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას დადებითად აფასებს

17 აპრილი, 2019 , 15:50

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან არველაძე სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში თბილისის მეტროს რეაბილიტაციის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ამ მიმართულებით განსახორციელ

“იუსტიციის საბჭო ავგიას თავლა არისო` - გია ხუხაშვილი

16 აპრილი, 2019 , 17:30

ექსპერტი გია ხუხაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას და რეკომენდაციებს აფასებს. "ვენეციის კომისიამ გვითხრა - იუსტიციის საბჭო ავგიას თავლაა და სანამ იმას არ გამოხვეტავთ, ახალ ცხენებს ნუ შეკაზმავთო.... " - წერს გია ხუხაშვილი

ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას ორიანი დაუწერა - სალომე სამადაშვილი

16 აპრილი, 2019 , 16:25

ფაქტობრივად, ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას ორიანი დაუწერა და პირდაპირ უთხრა, რომ მმართველი გუნდი ცდილობს, ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება გააკონტროლოს, – ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გან

სერგი კაპანაძე უმრავლესობას: „სირცხვილის გრძნობა თუ გაქვთ?`

16 აპრილი, 2019 , 15:40

"სირცხვილის გრძნობა თუ გაქვთ?" - პარლამენტარმა სერგი კაპანაძემ ივანიშვილის განცხადებების შეფასება მმართველი გუნდის წევრებს საგაზაფხულო სესიაზე სთხოვა. "ევროპული საქართველოს" წევრი დაინტერესდა, რას ფიქრობენ „ქართული

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019