უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 მარტი, 2019 17:00
font-size

ოპოზიციის დღის წესრიგი ნეგატივზეა აგებული, რათა მიმდინარე დადებითი პროცესები დააკნინონ - ირაკლი ზარქუა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია არასწორად მიმდინარეობს.

როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, ნაციონალურ მოძრაობას დრო და სივრცე აერია, რადგან სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა ფასადური და ყალბი განახლებები.

„ოპოზიციის განცხადება არის ყოვლად მიუღებელი, ეს არის არაპროფესიონალის და პოპულისტის განცხადება. ეს მათი ხელისუფლების დროს ხდებოდა შენობების შეფერადება - გაფერადება, რომელიც მალევე ხელმეორედ იყო გასაკეთებელი,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ინფორმაციით, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო და ჯამში 125 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. მისივე თქმით, ხელისუფლება ამ პროექტებზე სიღრმისეულად მუშაობს. ირაკლი ზარქუას თქმით, 10 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული სანიაღვრე სისტემის გასაკეთებლად, რომელიც ამ ტერიტორიაზე საერთოდ არ არსებობდა, მოეწყო ასევე სადრენაჟო სისტემა.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ოპოზიციის საპასუხოდ მინდა ვთქვა, რომ ორბელიანის მოედანზე ერთ-ერთი ისტორიული შენობა, რეაბილიტაციის შედეგად აღდგა და განახლდა. ოპოზიციის დღის წესრიგი კი ნეგატივზეა აგებული, რომ საუკუნის პროექტები დააკნინონ. ეს არის მათი ამოცანა, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ორბელიანის მოედანზე არსებული შენობების კულტურული, ისტორიულ-ღირებულებითი ნაწილი აუცილებლად შენარჩუნდება.

საკვანძო სიტყვები:

უნდა დამთავრდეს ჭაობი, რომელმაც გაგვიბედა და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი - გიორგი მარგველაშვილი

19 მაისი, 2019 , 12:05

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის ოლქში დააფიქსირა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, უნდა დამთავრდეს ჭაობი, რომელმაც ხალხს გაუბედა და უთხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის

რაც არ უნდა მოხდეს, პროვოკაციები იქნება ეს თუ სამართალდარღვევები, განურჩევლად მხარეებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება, იქნება მკაცრი და სწრაფი - გიორგი გახარია

19 მაისი, 2019 , 10:17

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და მედიასთან კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის გააქტიურებული იქ

უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ არჩევანი, მიუხედავად რისკებისა და პროვოკაციებისა, რომელიც შეიძლება იგეგმებოდეს - გიორგი გახარია

19 მაისი, 2019 , 09:18

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის N5 საარჩევნო ოლქში, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ, გიორგი გახარიამ, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მთაწმინდის უბნის ინტე

1 მარტიდან მაისის ჩათვლით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩვეულებრივი მიგრაციის მაჩვენებელია – არჩილ თალაკვაძე

18 მაისი, 2019 , 17:35

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ხელისუფლებას სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან ზუგდიდში მოქალაქეების გადაწერასთან კავშირი, დეპუტატმა განმარტა, რომ რაიონებიდან ქალაქში ჩაწერა არის ჩვეულებრივი მიგრაცია და ეს არ შეიძლე

ნატო ჩხეიძე: მინისტრი სახელმწიფოს ჯარისკაცი უნდა იყოს და ეს ქ- ნი წულუკიანი პარტიის ჯარისკაცი ყოფილა

17 მაისი, 2019 , 15:59

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლამენტში მისვლის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი თუ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა წავიდეს, აბსოლუტ

არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ - მამუკა ბახტაძე

17 მაისი, 2019 , 15:35

არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახატძემ ჟურნალისტების კითხვას, ბათუმის საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას ხომ