უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 იანვარი, 2020 17:05
font-size

ოპოზიციის გეგმა არის მწვავე პროტესტის გაგრძელება - გიგა ბოკერია

მთელმა საზოგადოებამ გადავწყვიტეთ, უნდა გვქონდეს სისტემა, რომელიც ამცირებს ან გამორიცხავს შანსებს, ამომრჩევლების მეოთხედი მხარადჭერით ვინმეს ჰქონდეს უმრავლესობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ვერსია, რომელიც მანდატების 100/50-ზე განაწილებას გულისხმობს, იძლევა საშუალებას, რომ მესამედზე არსებითად ნაკლები მხარდაჭერით პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა.

​„ივანიშვილის პირობა, დაღვრილი სისხლისა და „გავრილოვის ღამის“ შემდეგ იყო პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. ე.წ. შემოთავაზება, 100/50-ზე ბალანსი, იძლევა საშუალებას, რომ მესამედზე არსებითად ნაკლები მხარდაჭერით პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვოს უმრავლესობა. ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ გადავწყვიტეთ, დღევანდელი სამარცხვინო ივანიშვილის ხელისუფლების გამოცდილებით, უნდა გვქონდეს სისტემა, რომელიც ამცირებს ან გამორიცხავს შანსებს, ამომრჩევლების მეოთხედი მხარადჭერით და მესამედზე ნაკლებით ვინმეს ჰქონდეს უმრავლესობა, ან საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს ოთხში ორი კაცის მხარდაჭერით.

უარი უკვე ითქვა, რომ ეს შემოთავაზება არსებითად იმ ამოცანას, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა, არ ასრულებს. ჩვენი ხუშტური კი არ არის, ეს არის საზოგადოების პოზიცია. ყველას ესმის, რომ უკონტროლო ხელისუფლება აღარ გვინდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმა პროტესტის გაგრძელებაა.

„ოპოზიციის გეგმა არის მწვავე პროტესტის გაგრძელება. ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ამ მშვიდობიან პროტესტს. მაგრამ, თუ ვთქვათ, ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებენ, ამ სისტემაშიც დამარცხდებიან. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც განვსხვავდებით ერთმანეთისგან ფასეულობით , შევჯერდებით მაჟორიტარულ ოლქებში და შემდეგ ჩავატარებთ პროპორციულ არჩევნებს, სადაც ერთმანეთის კონკურენცია და ხედვაზე დავა გვექნება, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გასული წლის 20 დეკემბერს მმართველმა გუნდმა ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი შესთავაზა. მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. როგორც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით აირჩევა 100 დეპუტატი, მაჟორიტარული მანდატები კი, 50-მდე შემცირდება.

1tv.ge

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

გერმანიაში ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

12 აპრილი, 2024 , 14:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონორს და უცხოელ აქტორს, თუკი არაფერი აქვთ დასამალი ქართველი ხალხისთვის, ხუთი წუთი სჭირდება, რომ NED-ის და EED-ის პროექტები გასაჯაროონ - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:15

არის ჩვეულებრივი, პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს მოსახლეობაზე. უნდათ, რომ ყვირილით, სლოგანებით და ლოზუნგებით ჩაახშონ მსჯელობა. ეს ჩვეულებრივი „კაგებეს“ მეთოდებია, რომელსაც იყენებენ. ამ კო

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:28

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძის და გია ცაცაშვილის კა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი