უკან

კომენტარი

10 ივლისი, 2018 17:45
font-size

„ოპოზიციის მხრიდან გენგეგმასთან დაკავშირებით არასწორი აქცენტები კეთდება - ვახტანგ შაქარიშვილი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, გენგეგმის აღსრულება თითოეულ მოქალაქეზე აისახება, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ მხარეს გასაგებად მიეწოდოს ინფორმაცია. ვახტანგ შაქარიშვილის განცხადებით, საკითხზე ოპოზიციის მხრიდან არასწორი აქცენტები კეთდება.

„ჩემთვის სამწუხაროა, რომ გენერალური გეგმის საკითხი ოპოზიციამ ძალიან გააუფასურა და მხოლოდ ელიავას გადატანა - არ გადატანაზე კეთდება აქცენტები, მაშინ როდესაც ეს დოკუმენტი მაგისტრალურ გადაწყვეტილებებზე გვესაუბრება და ქალაქის მომავალი განვითარების სტრატეგიას გვთავაზობს,”- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ.

როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, აბსოლუტურად მისაღებია კონცეფცია, რომელიც მწვანე, შეკავშირებული და კომპაქტური ქალაქის იდეას გულისხმობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალი კომპონენტი გაჩნდა - მედეგი ქალაქის სახით, რომელიც გულისხმობს ქალაქის უნარს გადარჩეს, ადაბტირდეს და განვითარდეს.
„თუმცა, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ თუ გვინდა ამ მიზნების მიღწევა და ურბანული უწესრიგობიდან გამოსვლა მზად უნდა ვიყოთ გარდამტეხი გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც ამ მიზნების შესრულებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, იქნება შეზღუდვებიც, მაგრამ იქნება ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლიანი პოზიცია. ჩვენ უნდა შევქმნათ სამართლიანი და ადეკვატური თამაშის წესები, სადაც მაქსიმალურად დავაბალანსებთ ქალაქის, მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესებს. მხოლოდ ასე შევძლებთ შევქმნათ ახალი და შევინარჩუნოთ ის, რაც სამწუხაროდ მრავალწლიანი უსისტემობის შედეგად დაგვრჩა,”- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მან ამის მაგალითად 11 ჩარჩო გეგმა მოიყვანა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება თითოეული იქ მცხოვრები თუ სხვა დაინტერესებული მხარის ინტერესი, რის საფუძველზეც შეიქმნება უბნის განვითარების გააზრებული და კარგად დალაგებული სტრატეგია.

„სწორედ ასეთი საშუალო და გრძელვადიანი ხედვა და მიდგომა განაპირობებს ქალაქის განვითარებას ისე, რომ არ ავცდეთ დეკლარირებულ მწვანე, კომპაქტური, შეკავშირებული და მედეგი ქალაქის კონცეფციას,”- დასძინა ვახტანგ შაქარიშვილმა.

,,წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში”

16 თებერვალი, 2019 , 12:35

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა, გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.  დეკანოზის ძმამ, თორნიკე

ქართველი მოსამართლეების ფეშენებელური სახლები - მოსამართლეები მილიონრების დასახლებიდან (ვიდეო)

16 თებერვალი, 2019 , 11:54

„შაბათის კურიერმა“ მოსამართლეების აგარაკებს და სახლებს მიაგნო, საუბარია მილიონობით ლარის ქონებაზე, რომელიც ახლო ნათესავებზეა გაფორმებული. „შაბათის კურიერმა“ მოსამართლეების აგარაკებს და სახლებს მი

ივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში, ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს - ფადი ასლი

15 თებერვალი, 2019 , 15:40

„ბოლო ორი წელია, მთავრობა საერთოდ არ არის დაინტერესებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადებით ქვეყანაში,“- ეს განცხადება, „კურიერთან“ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ გააკე

თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი - გიგი უგულავა

15 თებერვალი, 2019 , 13:35

ეს მორიგი პოპულისტური გადაწყვეტილებაა. მას შეიძლება, ბევრი მაქებარიც ჰყავდეს, მაგრამ პოპულისტურია, რადგან დედაქალაქის გენერალური გეგმა ჯერ ვერ დაამტკიცეს. - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თბილისი

ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა - გიორგი ქობულია “თიბისი ბანკის” საქმეზე

15 თებერვალი, 2019 , 13:35

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხში სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან. „სამართალდამცა

K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - გიორგი ტყემალაძე

15 თებერვალი, 2019 , 13:05

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს. გიორგი ტყემალაძის შეფასებით, თბილისის