უკან

კომენტარი

14 მარტი, 2018 14:40
font-size

ოპოზიციის ქმედებები სრულიად უპასუხისმგებლო იყო - მიხეილ ჯანელიძე

ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის ქმედებები სრულიად უპასუხისმგებლო იყო, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის მიღების საკითხზე საუბრისას.

მისი თქმით, რეზოლუციის ტექსტი არის ძალიან პრინციპული, კონკრეტული და ბევრს ასპექტს მოიცავს.

„ვფიქრობ, ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის ქმედებები სრულიად უპასუხისმგებლო იყო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს ერთიანი. მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის, ოპოზიციისა და საერთო მიდგომა იყოს ცალსახა, როდესაც საკითხი ეხება კონფლიქტის დარეგულირებას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სუვერენიტეტის განმტკიცებას, ისეთ მძიმე ფაქტებს, როგორიც არის ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა და ა.შ.

მაგრამ, დაველოდოთ, რა რესურსს გამოძებნის ოპოზიცია იმისათვის, რომ იყოს შესაბამისი იმ საჭიროებებთან, რომელიც დღეს უდგას ჩვენს ქვეყანას.

ვფიქრობ, უმრავლესობა აწარმოებს მოლაპარაკებებს პრინციპების შესაბამისად და რეზოლუციაც, რაც ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს ნანახი, არის ძალიან პრინციპული, ძალიან კონკრეტული და მოიცავს ძალიან ბევრს ასპექტს, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით პოზიციის დასაფიქსირებლად, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის პარლამენტის და პოლიტიკური სპექტრის ხმის მისაწვდენად.

რეზოლუციაში ბევრი ასპექტია, რომელზეც საჭიროა მსჯელობა, მათ შორის სამართლებრივი და პოლიტიკურიც და ვნახოთ რა იქნება, დებატების საბოლოო შედეგი“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საკვანძო სიტყვები:

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი