უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 თებერვალი, 2021 15:00
font-size

ოპოზიციის საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლიდან – გიორგი ვოლსკი

ვფიქრობ, ოპოზიცია მოწოდებას არ მიიღებს და მათი საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო მოუმატებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ. მათ არ შეუცვლიათ პოზიციები კაპიტოლიუმზე შეტევის დროს და ტრამპის იმპიჩმენტი დააყენეს დღის წესრიგში. როცა რეალობაზე ვსაუბრობთ, სახელმძღვანელოდ უნდა მივიღოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის დღევანდელი განცხადება.

ეს არის მოწოდება ორივე მხარის მიმართ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და ამ ვითარებიდან გამოსვლის, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზებზე ვიმსჯელოთ. სიტყვა „შეშფოთებას“ თუ ვხმარობთ, შეშფოთება საჭიროა და ნამდვილად ვიზიარებთ ამ შეშფოთების ყველა მიზეზს, განსაკუთრებით, სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუარესების პერსპექტივას მაშინ, როცა შეიძლება კრიზისიდან უკეთესი შედეგებით გამოვიდეთ.

ვფიქრობ, ოპოზიცია მოწოდებას არ მიიღებს და მათი საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო მოუმატებს. რასაკვირველია, ჩვენ მიმართ მოთხოვნები პრინციპული, საკმაოდ მკაფიო და ზოგ შემთხვევაში, მწვავეც არის, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ოპოზიცია კვლავ ამ დესტრუქციულ რევოლუციურ გზას თუ განაგრძობს, არ მგონია, რომ მათ ექნებათ მხარდაჭერა, მათ შორის საკუთარ მომხრეებსა და საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი

12 აპრილი, 2021 , 17:40

რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმ

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე

12 აპრილი, 2021 , 17:15

საქართველოში ჯერ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით ლუგარ

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე

12 აპრილი, 2021 , 16:35

დღეს ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება საკომიტეტო მოსმენები, ეს ის თემებია, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს და აინტერესებს ყველაზე მეტად. სწორედ ეს არის შედეგი და ის განსხვავება, რ

მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი

12 აპრილი, 2021 , 15:30

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. "ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი, 2021 , 15:30

უკრაინასთან დაკავშირებულ კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ, საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხად

„გირჩი“ 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს

12 აპრილი, 2021 , 12:25

„გირჩი“ იმ მოთხოვნებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. პარტიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები 7 პუნქტისგან შედგება. „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზო