უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 ოქტომბერი, 2020 15:30
font-size

ოპოზიციის შეურაცხყოფით ირაკლი ღარიბაშვილი შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს - ნიკა მელია

ოპოზიციის შეურაცხყოფით ირაკლი ღარიბაშვილი შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ვინაიდან მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ოპოზიციას, – ასე შეაფასა გლდანის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, სადაც მან ოპოზიციას მოღალატე უწოდა.

„რა შეფასება შეიძლება მიეცეს ბატონ ღარიბაშვილს. თავად ფაქტი, რომ ღარიბაშვილი გახლავთ თავდაცვის მინისტრი, საკმარისია, რომ ეს ხელისუფლება დამარცხდეს არჩევნებში 31 ოქტომბერს. ძნელად მახსენდება ამდენად ინტელექტისგან დაცლილი, განათლებისგან შორს მდგომი სახელმწიფო თანამდებობის პირი, როგორიც არის ირაკლი ღარიბაშვილი. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანს ელემენტარული ლექსიკაც კი არ ჰყოფნის, საკუთარი, თუნდაც მწვავე პოზიცია ისე დააფიქსიროს, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოს საზოგადოების დიდ ნაწილს.

როდესაც იგი შეურაცხყოფას აყენებს ოპოზიციას, აქ შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ვინაიდან დღეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ოპოზიციას. ღარიბაშვილი არა ზრდილობის, არამედ განათლებისა და ინტელექტის ნაკლებობას განიცდის და სხვაგვარად უბრალოდ ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გამობრძანდეს უსაფრთხოების სამსახური და მიუთითოს, რატომ არის ზუგდიდის შემთხვევა ტერორისტული აქტი - ანა დოლიძე

27 ოქტომბერი, 2020 , 16:15

„საერთაშორისო მიდგომებიდან გამომდინარე, ტერორიზმის კვალიფიკაციას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კომპონენტი, ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, ან პოლიტიკური მოთხოვნა. ზუგდიდის შემთხვევაში არანაირი ინფო

„ქართული ოცნება“ ობოლი ბავშვივით გამოიყურება, ივანიშვილი მას განუდგა – ხათუნა ლაგაზიძე

27 ოქტომბერი, 2020 , 16:15

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 2020-ის არჩევნებზე საუბრობს. _ სად არის ივანიშვილი იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ სააკაშვილი ყოველდღე ტელევიზორშია? _ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომ

ხელისუფლების გაბითურებას ახდენს და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ის, რაც დღეს ხდება ზუგდიდში, როცა ერთ ადამიანს დასდევს მთელი სახელმწიფო და დასაცინი ხდება ქვეყანა - რომან გოცირიძე

27 ოქტომბერი, 2020 , 16:15

ვნახავთ ჩაცუცქულ კრიმინალებს, რომლებიც დაუწყებენ ადამიანებს თვალთვალს. არ გავაყალბებინებთ არჩევნებს, კინწისკვრით გავაგდებთ იქიდან, თუკი კვლავ გამოცხადდა ეს ხალხი, -ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

ეს არის მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება, რომ თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა-ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი, 2020 , 21:44

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში გამართული ბრიფინგის შემდეგ დამნაშავის შესახებ ინფორმაციის მედიაში გავრცელების და მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირების შესახებ ისაუბრა. ბორცვაძემ აღნიშნა, რო

სუს- მა დიდი ხანია დაკარგა რეალური ფუნქცია და პოლიტიკურ პოლიციად გადაკეთდა - დავით ჭიჭინაძე

26 ოქტომბერი, 2020 , 18:21

სუს-მა დიდი ხანია დაკარგა რეალური ფუნქცია და პოლიტიკურ პოლიციად გადაკეთდა. იმის მაგივრად, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნონ, პოლიტიკოსებს დასდევენ და ოპოზიციურ პარტიებს ებრძვიან,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „

იქნებ, როგორმე დამშვიდდეს საზოგადოება და ექიმებს მისცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება - ეკატერინე ტიკარაძე

26 ოქტომბერი, 2020 , 12:45

ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში, იქნებ, როგორმე დავმშვიდდეთ საზოგადოება და მივცეთ ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქ