უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 დეკემბერი, 2023 14:17
font-size

ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან - კახა კალაძე

ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიციას მოჰყვა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.

„ჩვენ ხომ ვიცით ოპოზიციის ქმედებები? მათი მთავარი გზავნილია, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს. ისინი წლების წინ ასევე ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეფერხებულიყო და ასოცირების შესახებ შეთანხმება არ გაფორმებულიყო. ჩვეულებრივი მავნებლები არიან. რაც შეეხება ორბანს, მან თავისი განცხადებებით არაერთხელ დაგვანახა, რომ უნგრეთი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის რთულ გზაზე მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია. ოპოზიციას რასაც ვუყურებ, მაქსიმალურად ებრძვიან მათ, ვინც საქართველოს უჭერს მხარს. თვითონაც ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელის შეშლა მოხდეს, თუნდაც სტატუსის მიღების პროცესში, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსიც მივიღოთ, შემდეგი წლების განმავლობაში ყველა რეფორმა განხორციელდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ევროინტეგრაციის პროცესი დავაჩქაროთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მხრიდან უკვე დადებითი რეკომენდაცია არსებობს.

„საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაკეთდა და დადებითი რეზოლუციაც მიღებულია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კორუფციამ არ უნდა შეუქმნას თუნდაც მინიმალური დაბრკოლება ბიზნესს წარმატებული საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე

1 მარტი, 2024 , 13:00

რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევებიც და ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, რასთან დაკავშირებითაც გვჭირდება ბიზნესთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე

ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

1 მარტი, 2024 , 10:45

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ირაკ

ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილზე გაკეთებულ ჩანაწერს თამამად შეგვიძლია, პროვოკაცია დავარქვათ - მიხეილ სარჯველაძე

29 თებერვალი, 2024 , 17:31

ევროპარლამენტის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ ჩანაწერს თამამად შეგვიძლია, პროვოკაცია დავარქვათ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სა

ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის პირობებს - `საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”

29 თებერვალი, 2024 , 12:32

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აცხადებს, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის პირობებს, რომლებიც, ერთი მხრივ, 2024 წლის 26 ოქტომბერს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად,

ოპოზიციამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეიტანა

28 თებერვალი, 2024 , 15:59

ოპოზიციამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეიტანა. "გირჩის" ინიციატივას მხარს უჭერენ დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციური პარტიები, მათ შოირს, "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი".  ი

ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან, რომელთანაც ამდენწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, ეს რეალურ, ხელშესახებ ეკონომიკურ და ხალხთაშორის ურთიერთობაშიც გადაითარგმნოს - შალვა პაპუაშვილი

28 თებერვალი, 2024 , 14:13

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხისგან ხაზგასასმელია 32-წლიანი მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო გრძნობს თავისი დამოუკიდებლობის მომენტიდან. ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკელი ხალხის, რომლებიც გვერდით გვედგნენ ყველა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი