უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
საზოგადოება
ოპოზიციის უსინდისო და უპასუხისმგებლო ინიციატივა - ექსპერტის პასუხი
ცესკოს დამკვირებელსა და უწყებათაშორისი კომისიის წევრის, დენის დავითაშვილის განცხადებით, არასაპარლემენტო ოპოზიციის წევრების გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ხარატიშვილის ინიციატივას მოსახლეობაში შეცდომაში შეყვანა უდევს საფუძვლად.
„პირველთან“ საუბარში დავითაშვილმა თქვა, რომ ცესკოს ამ ეტაპზე არ აქვს რესურსი სკანერების შეძენის, რადგან პირველ რიგში, ეს ყველაფერი საკანომდებლო თვალსაზრისით დღის წესრიგით ვერ დადგება.
„პირველი სულ ახლახანს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო. ვადა კონკრეტული საკითხების განხილვის დასრულებულია. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ პრეტენზიების წამოყენება ხდება ხდება მაშინ, როდესაც გამოცხადებულია არჩევნების თარიღი, დაწყებულია საარჩევნო ციებ-ცხელება. ხარატიშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული. საინტერესოა, როცა თავის დროზე, თავმჯდომარე იყო ამდაგვარი კითხვები რატომ არ დააყენა? და ეს, შეცდომაში შეყვანაა მოსახლეობის. ახლა კანონი ძალაშია, მოკლედ, პოპულისტული განცხადებაა და რაც მთავარია, მოსახლებოის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ეს არის არ ნახული უსინდისობა!“- განაცხადა დავითაშვილმა.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძისა ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცესკომ სკანერი უნდა შეიძინოს, რომლის მეშვეობითაც აიტვირთება ბიულეტენი და ამით ყოველგვარი საარჩვენო გაყალბება თავიდან აცილებული იქნება.
დენის დავითაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციას პოპულიზმში ადანაშაულებს.
NS