უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 ნოემბერი, 2020 10:57
font-size

ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს - „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“

ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს , - ამის შესახებ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ორგანზიაციაში აღნიშნავენ, ხელისუფლების განცხადება, რომ საქართველოს პარლამენტი არ უყრის კენჭს ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს არ შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნას; ვერ აიძულებს მანდატზე უარნათქვამ დეპუტატებს განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა; ამასთან, იწვევს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არაეფექტურ ხარჯვას და არ ემსახურება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პარლამენტი კენჭს არ უყრის ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას, ჰგავს კონსტიტუციური ნორმებით მანიპულირების მცდელობას პარლამენტში მრავალპარტიულობის ილუზიის შესაქმნელად.

საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია პარლამენტის წევრის პირადი განცხადება. პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 და მე-12 პუნქტების თანახმად, პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი (პარლამენტის წევრის განცხადება დაუყოვნებლივ გადაეცემა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც ორი კვირის ვადაში ამზადებს დასკვნას და გადასცემს ბიუროს. ბიუროს საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში). ამასთან, ამავე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეყილების მიღებამდე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია. შესაბამისად, თუ საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრაზე არ გაიტანს ოპოზიციონერ დეპუტატთა განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ, ეს შეაფერხებს მთლიანად პარლამენტის მუშაობას.

უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, მანდატზე უარის თქმა არის პარლამენტის წევრის უფლება და მის ხელთ არსებული პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებას მას პარლამენტი ვერ შეუზღუდავს. შედეგად, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმით შეიქმნება პარლამენტში ოპოზიციური პარტიების არსებობის მხოლოდ ილუზია, როცა ოპოზიცია რეალურად არ იქნება ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში.

ამასთან, იმის მიუხედავად, მე-10 მოწვევის პარლემენტი შეუწყვეტს თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს უფლებამოსილებას, მათ მაინც შეეძლებათ ბოიკოტის გზით გამოეთიშონ საპარლამენტო პროცესებს. ასეთ შემთხვევაში, ფორმალურად პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ოპოზიცია, თუმცა ფაქტობრივად საკანონმდებლო ორგანო დარჩება ერთპარტიული. რეალური შედეგის თვალსაზრისით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ისევე არ იქნება ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში, როგორც ეს მოხდებოდა უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გარდა ამისა, მმართველმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ოპოზიციის მიერ ბოიკოტის ინსტრუმენტის გამოყენება ავალდებულებს მმართველ პარტიას სულ მცირე, აწარმოოს მოლაპარაკებები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მაქსიმალურად ეცადოს კონსესუსის მიღწევას. ბოიკოტზე პასუხი არ შეიძლება იყოს ბოიკოტის უგულებელყოფა.

„ამავდროულად, არსებულ რეალობაში პარლამენტის იმ წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმა, რომლებიც საკუთარი განცხადებით მოითხოვენ უფლებამოსილების შეწყვეტას, გამოიწვევს საბიუჯეტო თანხების არაეფექტურ ხარჯვას. თითოეული დეპუტატის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 5 000 ლარამდეა. 2020 წლის არჩევნების პირველი ტურის შედეგებით საპარლამენტო მანდატის გამოყენებაზე უარს 59 ახალარჩეული წევრი აცხადებს. სახელისუფლებო პარტიის მიერ დეპუტათა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარლამენტის წევრებისთვის ყოველწლიურად ხელფასის სახით გადახდილი 3.5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით საბიუჯეტო დანახარჯს გამოიწვევს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის განცხადება საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ ოპოზიციის წევრთა უფლებამოისილების შეწყვეტის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის თაობაზე შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ მმართველი პარტიის ვიწრო პარტიულ ინტერესებს, არ არის მიმართული პროტესტის განმუხტვისა და პოლიტიკური კრიზისის დასტაბილურებისაკენ, ვერ აზღვევს ერთპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების რისკს“,- ნათქვამია განცხადებაში.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიყენოს ყველა სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტი, რაც არსებული კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს. ერთპარტიულობა პარლამენტის დეინსტიტუციონალიზაციასა და დელეგიტიმაციას გამოიწვევს, რაც მმართველ ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას სათანადოდ უპასუხოს ოპოზიციის ბოიკოტს - აწარმოოს რეალური დიალოგი და მიაღწიოს კონსესუსს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან - რაც არის ბოიკოტის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის მიზანი დემოკრატიულ პროცესში.

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, არ მინდა ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნა, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარი - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:46

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, არ გვინდა, გვქონდეს ინფორმაცია, ვინ რაში ხარჯავს ფულსო, აბსურდი და პარადოქსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობა

კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი, კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:35

საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, სინამდვილეში კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწ

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს

17 აპრილი, 2024 , 15:40

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავებ

ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე

17 აპრილი, 2024 , 14:54

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს. „ბევრ დროს არ წაგართმევთ. კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მით

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

17 აპრილი, 2024 , 14:33

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვეს. „უცხოური გავ

`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს

17 აპრილი, 2024 , 13:30

"საქართველოსთვის" დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს, სადაც ამ წუთებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს:  "თქვენ ხართ ადამია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი