უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ივლისი, 2020 14:55
font-size

ოპოზიციურ გაერთიანებას მხოლოდ ერთი მიზანი - რევანში აერთიანებს - გია ვოლსკი

„ოპოზიციურ გაერთიანებას მხოლოდ ერთი მიზანი - რევანში აერთიანებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა ძალაუფლების განაწილებაზე აქვთ,“ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციური ერთობიდან "ძალა ერთობაშია" გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის გასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

"გაერთიანებულ ოპოზიციას ახასიათებს ორი მთავარი ნიშანი. ერთი, რომ ამოცანა აქვთ როგორმე რევანშის მეშვეობით ხელისუფლებაში მოვიდნენ და მეორე - აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ ვის რა დოზით ეკუთვნის ამ ხელისუფლებაში მართვის სადავეები. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პიროვნებების გასვლა საერთო შემადგენლობიდან ან ერთმანეთის მიმართ გარკვეული პრეტენზიების გამოთქმა ჩვეულებრივი ამბავია და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასება არ გამაჩნია.

ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებულ ოპოზიციას ასუსტებს ის, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა გადააქციეს სახელმწიფოსთან ბრძოლად. რა მეთოდით ებრძვიან სახელმწიფოს, ამაზე საერთო აზრი აქვთ, განსხვავებული აზრი აქვთ იმასთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, თუ ვის რამდენი უნდა ჰქონდეს ხელისუფლების სადავე რევანშის პირობებში. ეს არის ორი მთავარი დამახასიათებელი გაერთიანებული ოპოზიციის და ახლა, თაკო (ჩარკვიანი) გავა საერთო ფერხულიდან თუ სხვა, ამას არ აქვს მნიშვნელობა,"- აცხადებს ვოლსკი.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი