უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 თებერვალი, 2020 13:15
font-size

ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ საზღვარგარეთ - ანრი ოხანაშვილი

ოპოზიცია მონდომებულია, რომ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესის გამო სახელმწიფოს იმიჯს საფრთხე შეუქმნას, თუმცა მათ ამის საშუალებას ხელისუფლება არ მისცემს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისთვის სვლას შეუქცევადად აგრძელებს.
„ეს არის ჩვენი შეუქცევადი კურსი, რომელსაც ვერაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ამ ყველაფრის დასტურია ჩვენ მიერ გატარებული რეფორმები. არსებობს გამოწვევები და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიულ პარტნიორებთან. ის მონაპოვარი, რომელიც ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირში, ასევე ვაჭრობის საკითხების გაუმჯობესებას ევროკავშირთან, აშშ-სთან, ეს საკითხები არის და იქნება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი, რომ ეს მიმართულებები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. შესაბამისად, ამ მიმართულებით არანაირი კითხვის ნიშნები არ შეიძლება გაჩნდეს.

არ არსებობს ობიექტური საფუძველი კითხვის ნიშნების დასმის. ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ, რომ ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, თითქმის არ აქვთ რეიტინგი, წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ საზღვარგარეთ. იქნება ეს ბრიუსელი, სტრასბურგი თუ ვაშინგტონი. ეს ჯგუფები ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორები, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

“რურუა უნდა გათავისუფლდეს და საარჩევნო ცვლილებები უნდა მოხდეს”

30 მაისი, 2020 , 16:41

ვიდრე „მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა, ციხეს არ დატოვებს, ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას და ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ. „რა ფო

კორონა ვირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა - ხათუნა ლაგაზიძე

30 მაისი, 2020 , 12:05

“კორონავირუსი ხელისუფლების ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა,” - ამის შესახებ წერს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საკუთარ Facebook გვერდზე. “გახარიას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ ღიად უნდა დაინახოს გა

გიორგი გახარია ოპოზიციას - საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია ნახოთ

29 მაისი, 2020 , 19:11

საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ და, როდესაც ამბობთ, რომ ვეძებთ, არ გვაძლევენ ინფორმაციას, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ. ნაწილობრივ მართლები ხართ, ოღონდ, როდესაც ამბობთ უნდა დამეთანხმოთ ერთ რა

გიგა ბოკერია გიორგი გახარიას: მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?

29 მაისი, 2020 , 16:45

„ დღეს დილიდან რაღაცა კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ ამ კითხვებზე და პასუხებზე, ძალიან მაინტერესებს, ვინ წაგახალისათ ამისთვის? მაინცდამაინც მეუფე ია

ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად - თინა ბოკუჩავა

29 მაისი, 2020 , 15:57

ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს,- ასე მიმართა „

პატივს ვცემთ პარლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:45

მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, დეპუტატებს, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარევ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზუსტად ერთი დღით ადრე ვიდექით ამ ტრიბუნასთან და მაქსიმალურად გავეცით პასუხი ყველ