უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 აპრილი, 2017 13:20
font-size

ოპოზიციური პარტიები არ გამორიცხავენ ხვალ ერთობლივად დატოვონ საკონსტიტუციო კომისია

ოპოზიციური პარტიების წევრები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან საკონსტიტუციო კომისიაში, არ გამორიცხავენ, რომ მას ერთობლივად დატოვებენ.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, შალვა შავგულიძის თქმით, ოპოზიციის საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო პროექტზე.

„გვაქვს კომუნიკაცია სხვა პარტიებთან, რომელიც წარმოდგენილი არიან საკონსტიტუციო კომისიაში. ჩვენი პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს, ჩვენ ველოდებით, რა იქნება საბოლოო დრაფტი, „ქართული ოცნების“ საბოლოო შემოთავაზება. თუკი იქ იქნება დარღვეულკი წითელი ხაზები, რომლებზეც ჩვენთვის მიუღებელია პასუხისმგებლობის აღება, ჩვენ მოგვიწევს კომისიის დატოვება“, - განაცხადა შავგულიძემ.

სხვა ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკებებს ადასტურებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

„დღეს გვექნება კონსულტაციები კომისიის სხვა წევრებთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და, სავარაუდოდ, ხვალ დავაფიქსირებთ ერთობლივ პოზიციას“, - განაცხადა ტუღუშმა.

კომისიის ოპოზიციური შტო საკონსტიტუციო პროექტის კენჭისყრაშიც არ მიიღებს მონაწილეობას. მათთვის მიუღებელია ცვლილებები, რომლებიც ეხება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს, მანდატების გადაცემას მხოლოდ არჩევნებში პირველი ადგილის მქონე პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკების გაუქმებას.

ანა მებურიშვილი

საქართველოს და აზერბაიჯანს, როგორც ჭეშმარიტ სტრატეგიულ პარტნიორებს აკავშირებთ მჭიდრო ურთიერთობები კულტურის, ჰუმანიტარულ და განათლების საკითხებში - დავით ზალკალიანი

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება არის მნიშვნელოვანი განზომილება, რომელიც წარმოადგენს იმ პოზიტიური დინამიკის საფუძველს, რაც არის ჩამოყალიბებული ორმხრივად საქარ

ნუ იმალებით! - “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

24 სექტემბერი, 2020 , 17:25

„ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ხაზარაძის თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო გახშირდა პოლიტიკური დებატები ს

ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს: უნდა შეიზღუდოს საარჩევნო კაბინაში მობილურის შეტანა

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება შევიდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველს საარჩ

საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

24 სექტემბერი, 2020 , 14:20

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზუ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება აკნინებს პარლამენტის ინსტიტუტს და მის როლის არასწორად წარმოაჩენს - „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“

24 სექტემბერი, 2020 , 12:45

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება აკნინებს პარლამენტის ინსტიტუტს და მის როლის არასწორად წარმოაჩენს, - ამის შესახებ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის განცხადებით, პარლ

პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

23 სექტემბერი, 2020 , 22:06

პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოლებენ: გლდანში (თბილისი) - ნიკანორ მელია; ისანში (თბილისი) -

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.