უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 დეკემბერი, 2018 15:50
font-size

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები მიმაჩნია ქალი პოლიციელის როლის დაკნინებად - ნათია მეზვრიშვილი

შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ქალი პოლიციელების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილის განცხადებები პოლიციაში ქალის როლის დაკნინებად შეაფასა.

მეზვრიშვილის განცხადებით, პოლიციელ ქალებს ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს.

„რაც შეეხება გურჯაანში აქციაზე ქალი პოლიციელების ყოფნას, მე ამ საკითხს ასე შევაფასებდი, რომ მათი ინტერესების დაცვა ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სამინისტროს შიგნით. მე მოვისმინე განცხადებები, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ თითქოს იქ ქალები არ უნდა მდგარიყვნენ. ეს მიმაჩნია ქალი პოლიციელის როლის დაკნინებად. შსს-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ქალები იკავებენ, მათ შორის მინისტრის ორი მოადგილე ქალია. ეს მიუთითებს ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე. ამ საკითხზე აპელირება აკნინებს ქალის როლს პოლიციაში, რადგან მათ ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს“,- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ის პირადად დაინტერესდება, გურჯაანის აქციაზე ქალი პოლიციელების ყოფნა იყო თუ არა გამოწვეული რამე სექსისტური მიზეზით.

„რაც შეეხება შეკითხვას, იყო თუ არა შეგნებულად გაკეთებული, ვერ გეტყვით, დილიდან კონფერენციაზე ვიმყოფები. ეს თუ არ იყო უბრალოდ დამთხვევა, რადგან ბევრი პოლიციელი ქალი მუშაობს კახეთში და ამის მიღმა რაიმე სექსისტური მოტივაცია იყო, ამ საკითხით პირადად დავინტერესდები",- განაცხადა მეზვრიშვილმა.

დავით კირკიტაძის სასამართლოს პარალელურად, გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე წინა რიგებში ქალი პოლიციელების კორდონი იდგა. აქციის მონაწილეებმა მათ წითელი მიხაკები მიუტანეს იმის აღსანიშნავად, რომ მათ სურთ მშვიდობა და არ სურთ დაძაბულობა.

აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უფუმაშვილმა განაცხადა, რომ შსს-მ „ქალბატონები ჩაამწკრივა წინა რიგებში“, შემდეგ კი სექსისტური შინაარსის განცხადება დაურთო: „შემდეგ პროცესზე რას უნდა ველოდოთ, პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს და იმათ დააყენებენ? არ ვიცი, ალბათ, ამათ მახინჯ ფანტაზიას ზღვარი აღარ აქვს“.

ქალთა უფლებების დამცველის, ბაია პატარაიას აზრით კი, ოპოზიციის აქციის წინა ხაზზე მხოლოდ ქალი პოლიციელების დაყენება შსს-ს მხრიდან შინაარსობრივად სექსისტური.

იუსტიციის მინისტრმა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრების კონფერენციას სიტყვით მიმართა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სამართლებრივი პოლიტიკა, კანონის უზენაესობისა და პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში, კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა, ელმმართველობა, ღია და გამჭვირვა

პოლიტიკოსების მიერ გაკრეფილ შუაში უნდა ჩადგეს ხალხი! - თემურ შაშიაშვილი

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

„შუა ხომ გაკრიფეს და ეს იყო დიდი დანაშაული. დღეს ვამბობ, პოლიტიკოსების მიერ გაკრეფილ შუაში უნდა ჩადგეს ხალხი და ეს იქნება საქართველოს გადარჩენა,“ - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი. &ld

საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს - ნიკოლ ფაშინიანი

15 ოქტომბერი, 2019 , 17:05

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერად ჩემი არჩევის პირველივე დღიდან სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობები ვითარდება აქტიური და გულწრფელი კონტაქტებით, ჩვენთვის მტკივნეული საკითხების ირგვლივ უშუალო და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:45

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ

გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი სომხეთში ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო

15 ოქტომბერი, 2019 , 14:38

საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო. გიორგი გახარიას პატივსაცემად სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონი

ნატო ჩხეიძე: ამ დემოკრატიულმა გამჭვირვალობამ ხელშესახებად გამოაჩინა მმართველი ძალის სრული კოლაფსი

15 ოქტომბერი, 2019 , 14:02

საზოგადოებამ აშკარად დაინახა და შეიგრძნო თუ ვის ხელშია ქვეყანა და თითოეული ადამიანის ყოფას რა სულიერი ავლა- დიდების ხალხი წარმართავს, - ასე შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ უზენაესი სასამართლოს უ