უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 დეკემბერი, 2018 17:45
font-size

ოქიტაშვილის თქმით, საინფორმაციო საშუალებებმა ნინო ანანიაშვილზე მისი განცხადება არასწორ კონტექსტში გაავრცელეს

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, ოპერის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნინო ანანიაშვილის გადადგომის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

დავით ოქიტაშვილის თქმით, საინფორმაციო საშუალებებმა ნინო ანანიაშვილზე მისი განცხადება არასწორ კონტექსტში გაავრცელეს.

"ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებებმა არასწორად და სრულიად დაუშვებელ კონტექსტში გაავრცელეს ჩემი დღევანდელი განცხადება. ნინო ანანიაშვილი არის მსოფლიო დონის პრიმა-ბალერინა და მისი, როგორც პროფესიონალის მოღვაწეობა ქართული ბალეტისთვის უდაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებულია. მე ვისაუბრე ქალბატონი ნინოს მეუღლე გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, რომელშიც ის დღევანდელ ხელისუფლებას კრიმინალურს უწოდებს და დამხობისაკენ მოუწოდებს მოსახლეობას!ამ დროს ქალბატონი ნინო არის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, იმ საბალეტო დასის, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკისგან ისევე, როგორც ხელოვნების და კულტურის ყველა ორგანიზაცია", - წერს ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დავით ოქირაშვილი საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნინო ანანიაშვილის გადადგომას ითხოვდა და ამ მოთხოვნით ხელოვნების, მასმედიისა და სპორტის პროფკავშირთან ერთად, ორშაბათიდან პერმანენტულ აქციები დააანონსა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი