უკან

მოზაიკა

15 დეკემბერი, 2017 17:40
font-size

ოქსფორდის ლექსიკონმა 2017 წლის სიტყვა დაასახელა

ოქსფორდის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექსიკონის მთავარი სიტყვა 2017 წელს გახდა ტერმინი „youthquake“, რაც ნიშნავს კულტურულ, პოლიტიკურ ან სოციალურ ცვლილებას, რომელზეც ზეგავლენა ახალგაზრდებმა მოახდინეს.

ლექსიკონის რედაქტორების ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით 2017-ში ამ სიტყვის გამოყენება 5-ჯერ გაიზარდა.

„youthquake“ ორი დამოუკიდებელი სიტყვისგან „youth“ (ახალგაზრდობა, ახალგაზრდა ხალხი) და „earthquake“ (მიწისძვრა) არის წარმოებული. ეს ტერმინი პირველად, 1965 წელს გამოიყენა ჟურნალ ვოგის მთავარმა რედაქტორმა დიანა ვრილანდმა.

2017 წელს ამ სიტყვას ხშირად იყენებდნენ ივნისის თვეში დიდ ბრიტანეთში, რაც უკავშირდება კონსერვატორული პარტიის წარუმატებლობას საპარლამენტო არჩევნებზე. ლეიბორისტების გამარჯვება ახალგაზრდების მხარდაჭერას მიაწერეს.

2016 წელს ოქსფორდის ლექსიკონის შემდგენელებმა წლის სიტყვად დაასახელეს ტერმინი post-truth (პოსტსიმართლე), 2015 წელს კი ეს ტიტული სიტყვა „ემოჯიმ“ ( სოციალურ ქსელებში გავრცელებული სიმბოლოა) მიიღო.

ანა მებურიშვილი

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

11 იანვარი, 2019 , 14:30

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს ჰ. ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თურგაი ველიზადე დაინიშნა.  თურგაი ველიზადე,

საქართველოში დღეს კვლავ რთული მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელია

9 იანვარი, 2019 , 09:00

დღეს, 9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში კვლავ მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი

საქართველოში ხვალისთვის კვლავ რთული მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელია

8 იანვარი, 2019 , 15:50

9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში კვლავ მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.მოსალ

გიორგი შველიძე ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტია

8 იანვარი, 2019 , 13:25

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ Variety ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტების სია გამოაქვეყნა. ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War,

შობის ღამეს თბილისში იწვიმებს

6 იანვარი, 2019 , 09:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 6 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს მოსალოდნელია ნალექი, მთაში

შობის ღამეს თბილისში იწვიმებს

5 იანვარი, 2019 , 16:15

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 6 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 6 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, მ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`