უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 ნოემბერი, 2018 13:30
font-size

ოქტომბერში ფასები გაიზარდა ჯანდაცვაზე, ალკოჰოლზე, ტრანსპორტსა და კომუნალურებზე - საქსტატი

2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,3 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,3 % შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,3 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (12,6 %), ისე ტანსაცმლის (3,6 %) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0,6%-იანი ზრდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0,07 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,1 %);

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,7 %-ით, რაც 0,05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (1,5 %);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,6 %-ით, რაც 0,05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (1,2 %), ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (0,3 %) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (0,2 %).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,5%-იანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,3 %) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,4 %);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 6,1 %-ით, რაც 0,51 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (12%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,8 %) და საავადმყოფოების მომსახურება (2,3 %);

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5,7 %-ით, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9,5 %), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,9 %);

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4,4 %-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,37 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 %), ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (4,2 %), ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2,5 %) ქვეჯგუფებზე.

საკვანძო სიტყვები:

კომერციული ბანკების მოგება აგვისტოში გაიზარდა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 71.8 მლნ ლარის ზარალი მიიღეს

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზ

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3 პროცენტით შემცირდა

18 სექტემბერი, 2020 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მილიონ ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტ

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

18 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agree

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 15:25

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 14:35

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

16 სექტემბერი, 2020 , 12:45

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.