უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ნოემბერი, 2019 15:00
font-size

ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი (454.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.5%-ით (15.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

კერძოდ, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მათივე მონაცემებით, იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.0% მოდიოდა.

ოქტომბრის მთლიან ფულად გზავნილებში 37.77%-იანი წილი ევროკავშირის ქვეყნებიდან მოდის, რაც 57.87 მილიონი აშშ დოლარია.

ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი 11.5%-ია. ოქტომბრის მონაცემებით მთლიან ფულად გზავნილებში რუსეთი 24,71%-იანი წილითაა წარმოდგენილი, რაც 4. 53%-ით არის შემცირებული და 37.84 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

13.72%-იანი წილი ფულად გზავნილებში იტალიას უკავია, რაც ჯამში 21.01 მილიონ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება საბერძნეთს, მისი წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში 10.41%-ია, რაც ჯამში 15.95 მილიონი დოლარია. ასევე, 15.23 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხულია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომლის წილიც მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში 9.94 %-ია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.5 მლნ აშშ დოლარი (66.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ოქტომბრის (21.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.

საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

18 მარტი, 2024 , 18:15

საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. 1-ელი აპრილიდან ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას თორნიკე კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. ბანკში ამ მიმართულე

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15-მა მეწარმემ გადამზადება გაიარა

18 მარტი, 2024 , 14:46

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის

21 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

18 მარტი, 2024 , 13:23

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული საა

SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის“ შესახებ ისაუბრებენ

18 მარტი, 2024 , 12:34

21 და 26 მარტს ჩანიშნული საფეხბურთო მატჩების მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, 19 მარტს SOLO Talks-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება თემაზე „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობა&ld

16 მარტს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

15 მარტი, 2024 , 15:47

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი. ამასთან, მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

15 მარტი, 2024 , 15:41

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განმარტებას აკეთებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი