უკან

კომენტარი

8 ოქტომბერი, 2018 10:25
font-size

ოქუაშვილის მხრიდან აბსოლუტურად გაუგებარი იყო იმის სათქმელად მოსვლა, რომ არ აპირებდა ვალის შემცირებას, ამისთვის მინისტრებს არ ხვდებიან - ივანე მაჭავარიანი

სიმართლე გითხრათ, თვითონაც ვერ გავიგე, რატომ ითხოვდა ოქუაშვილი ჩემთან შეხვედრას. ცოტა ხნის წინ გაჟღერდა, მგონი მისმა მეუღლემ თქვა, რომ ფინანსთა მინისტრმა დაგვიბარაო. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ერთი კვირა ცდილობდნენ ჩემთან შეხვედრას და საბოლოოდ, დავთანხმდი, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა აგვისტოს პირველ ნახევარში ფინანსთა სამინისტროში შედგა და მას ოქუაშვილთან ერთად, კომპანიის დირექტორები, ასევე ლევან ყიფიანი ესწრებოდნენ.

„ეს იყო ღია შეხვედრა. სამინისტროს მხრიდან მასში მონაწილეობდნენ ჩემი მოადგილეები, მათ შორის იყო შემოსავლების სამსახურის იმდროინდელი ხელმძღვანელი. მაინტერესებდა, რატომ უნდოდა შეხვედრა. ჩვენ მზად ვიყავით, ახალი გრაფიკი შეგვეთავაზებინა. ვთხოვდით, რომ თუ საბანკო გარანტიას მოიტანდა, ან გრაფიკით გააკეთებდა პირველ ჩამორიცხვას, თავისუფლად შეეძლო, გაეგრძელებინა მუშაობა, ისევ წაეღო აქციზური მარკები, ოღონდ ვალი ყოველთვიურად უნდა შემცირებულიყო. იყო ერთი ვერსიაც, რომელიც მე მოვთხოვე. შარშან მას ჰქონდა დავალიანება, დაახლოებით, 30 მილიონ ლარამდე. მას შემდეგ ეს ვალი გაიზარდა, ამიტომ ვეუბნებოდით, დაბრუნებოდა ამ ძველ ნიშნულს, შეემცირებინა ვალი 30 მილიონ ლარამდე. დაახლოებით 20 მილიონი იყო სხვაობა და 30 მილიონ ლარზე მოსულიყო ახალი გრაფიკის თხოვნით, რაზეც მან უარი თქვა. უარი თქვა კი არა, საერთოდ ვერ გავიგე მისი არგუმენტები იმიტომ, რომ მან ისტორიის მოყოლა დაიწყო, რომ შევარდნაძის დროს ავანსებს სთხოვდა საგადასახადო, მერე სააკაშვილის დროს მას პრობლემები შეექმნა. ვერ მივხვდი, რა კავშირი ჰქონდა ამას დღევანდელობასთან. ვეუბნებოდი, რომ თუ მას პრობლემები ჰქონდა სახელმწიფოსთან, შეეძლო წასულიყო სასამართლოში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც ფინანსთა მინისტრი იხსენებს, მან ოქუაშვილს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა პრობლემები ამ ხელისუფლების პირობებში.

„მითხრა, რომ არანაირი პრობლემა არ ჰქონია. შესაბამისად, ვერ გავიგე არგუმენტები, თუ რატომ არ იხდიდა კომპანია დავალიანებას. მას არ უნდოდა ვალის შემცირება, უნდოდა მუშაობის გაგრძელება ისე, როგორც მუშაობდა. როგორ წარმოედგინა, რომ ამ წინადადებით მოვიდოდა და მასზე დადებით პასუხს მიიღებდა… ამიტომ, ჩემთვის, არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ცოტა აბდაუბდა იყო ეს შეხვედრა. იმედი მაქვს, ჩაწერილი აქვს, მაგრამ მეეჭვება, გამოაქვეყნოს. თუ აქვს, ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებს, მაგრამ არ მგონია, რომ წაადგეს იმ სპექტაკლს, რომელიც გრძელდება უკვე თვეზე მეტია. შესაბამისად, იქ დამსწრე პირებსაც შეუძლიათ, კომენტარი გააკეთონ, ამიტომ აბსოლუტურად გაუგებარი იყო იმის სათქმელად მოსვლა, რომ ის არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, რათა ვალი შეემცირებინა და აპირებდა გაგრძელებულიყო ისე, როგორც არის. ამისთვის მგონი მინისტრებს არ ხვდებიან. ეს შეხვედრა დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა… ადგა და გაიქცა იმ ოთახიდან, დატოვა ის ხალხი იქ, ცოტა ხნის მერე ისინიც გაჰყვნენ, იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა შეხვედრის გაგრძელებას“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით - ლევან იოსელიანი

12 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ იოსელიანმა მ

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:22

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუა

„ძვირფასო` ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს - ლევან ხაბეიშვილი

12 აპრილი, 2024 , 12:11

„ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით, - ამის შესახ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი