უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

20 ოქტომბერი, 2017 10:45
font-size

ორ პაციენტს, რომლის ოპერაციაც დამთავრა, მათ დასჭირდებათ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა - დავით სერგეენკო

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.

მინისტრმა დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა.

სერგეენკოს თქმით, ორ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და მათ ინტენსიურ თერაპიაში დასჭირდებათ მკურნალობის გაგრძელება. კლინიკაში ასევე რჩება კიდევ ორი დაშავებული.

„ორი ოპერაცია დამთავრდა. პაციენტების მდგომარეობა ასეთია: ერთის მძიმეა, ერთის კი საშუალო სიმძიმის. დანარჩენი ორი პაციენტი, რომლებიც ასევე ამ კლინიკაში არიან მოთავსებული, საბედნიეროდ, მსუბუქად არიან დაჭრილები. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი დახმარება. რაც შეეხება, ორ პაციენტს, რომლის ოპერაციაც დამთავრა, მათ დასჭირდებათ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა“, - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ მარნეულის ოფისთან თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა. სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილებს შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი არიან.

ნინო ექვთიმიშვილი

ნატო ჩხეიძე: ერთობა ქმნის იმ სიწყნარეს, რომელიც ძალიან მძაფრად რეკს

26 თებერვალი, 2021 , 17:08

ხალხის მონდომება, რომ ქვეყანაში ძალმომრეობა შეცვალონ თავისუფლებით, ქმნის მათ სიმშვიდეს, აი ის ერთობა ქმნის იმ სიწყნარეს, რომელიც ძალიან მძაფრად რეკს, – აცხადებს მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტიკური საბჭოს თა

გირაოს არ იხდის, როგორ შეიძლება პოლიტპატიმარი დავარქვათ? - სანიკიძე მელიაზე

26 თებერვალი, 2021 , 16:56

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ვიქტორ სანიკიძის განცხდებით, ნიკა მელია პოლიტპატიმარი არაა, რადგან გირაოს გადახდა შეუძლია და არ იხდის. "როდესაც გირაოს გადახდაზეა საუბარი და ადამიანი არ იხდის, როგორ შეიძლება დავარქვათ ამას პ

თუ მელიას მიზანია იყოს ციხეში და იქ მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს თუ განათლება გაიღრმავოს, მისი არჩევანია, ჩვენ ამაში ვერ შევზღუდავთ - ალუდა ღუდუშაური

26 თებერვალი, 2021 , 12:39

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებით ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. მისი განცხადებით, თუ ნიკა მელიას მიზანი “ციხეში მემუ

სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს? – შალვა ნათელაშვილი

25 თებერვალი, 2021 , 16:30

არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია, სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს? – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა

არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა და რაც გვაწყობს იმის ამოღება - გიორგი ხელაშვილი

24 თებერვალი, 2021 , 15:30

ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, რომ როცა საერთაშორისო გზავნილებზე ვსაუბრობთ, არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა და რაც გვაწყობს იმის ამოღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ

ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, ჩვეულებრივი ფარისევლობაა - გიგი უგულავა

24 თებერვალი, 2021 , 15:15

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, დიალოგთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება ფარისევლობა, დროსა და სივრცეში აცდენილი გზავნილია. „ღარიბაშვი