უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 მარტი, 2020 18:57
font-size

ორ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

შემოწმებულ ორ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც „მედუანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით სამხედროებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ. ასევე უწყებაში ხაზგასმით აცხადებენ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია.

„უწყებამ სამხედროებში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა ბაზებზე ვირუსის გავრცელების ალბათობა. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. სპეციალური ჯგუფების მიერ მოწმდება სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურა. შენობებში ხელმისაწვდომია შესაბამისი სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები.

ჯერ კიდევ 12 მარტს, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ხოლო გარკვეულ პირთა კატეგორიას სამსახურში გამოცხადება აეკრძალა. თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს კი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი და გენერალური ინსპექცია ახორციელებს. თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება სამხედროების ჯანმრთელობას და იღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

განცხადება კომისიის სხდომებზე პოლიტიკური დისკუსიის ინიცირებით საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით

30 სექტემბერი, 2020 , 18:34

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიების ბოლო პერიოდში გამართულ სხდომებზე ადგილი აქვს პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა თუ სხვა დამსწრე პირთა, მათ შორის ზოგიერთი დამკვირვებლ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2059 ლარი გახდა

30 სექტემბერი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2059 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2878 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მივესალმები შეთანხმებას, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ – სალომე ზურაბიშვილი

30 სექტემბერი, 2020 , 17:35

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დროებით დასაქმებასთან დაკავშირებით საქართველოსა და ისრაელს შორის შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. „ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმ

„საქართველოს მედია-კლუბი“ მარნეულში მომხდარ ინციდენტზე მმართველ პარტიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს

30 სექტემბერი, 2020 , 17:35

„საქართველოს მედია-კლუბი“ მარნეულში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და მმართველ პარტიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ

მზად ვართ, ჩავერთოთ მონიტორინგში - იციკ მოშე

30 სექტემბერი, 2020 , 17:05

საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე მიესალმება ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივ შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე პერსონალად დროებითი დასაქმების შესახებ. იციკ მოშეს თქმით, ს

Global Finance-მა კობა გვენეტაძე საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის ზედიზედ მესამედ დაასახელა

30 სექტემბერი, 2020 , 17:05

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance - მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე 2020 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის მესამედ დაასახელა,- ამის შესახებ „მედიან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე