უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 დეკემბერი, 2023 13:33
font-size

ორბანი ნეგატიურ როლს თამაშობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში - გიორგი ვაშაძე

ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა ისაა, რომ კობახიძე ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, – ამის შესახებ „გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა იქნება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეხვედრის შინაარსი.

„ფაქტია და სამწუხაროა, რომ ორბანი ამ შემთხვევაში ნეგატიურ როლს თამაშობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში. მე არ ვიცი, კონკრეტულად რა იქნება კობახიძესთან შეხვედრის შინაარსი. სამწუხაროდ, პროევროპული ოჯახის გაფართოების დიდი ინტერესი „ქართულ ოცნებაშიც“ არ არის. მათ საერთოდ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მიღება. ისინი ფაქტის წინაშე არიან, რომ მათმა რუსულმა დეზინფორმაციამ ვერ იმუშავა. დანარჩენს ვნახავთ ალბათ, შედეგები გვიჩვენებს, რაზე იქნება საუბარი. მთავარია, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, ყველანი ვიდგეთ მყარად, ერთად. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა ინიცირებული სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რომ 9 დეკემბერს კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი მძლავრი ხმა ევროკავშირს, რადგან ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა ისაა, რომ კობახიძე ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაიცავს. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვართ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის შეჩერებას და ევროპული საბჭოს შეკრების გადადებას, ვაშაძემ აღნიშნა, რომ იმედოვნებს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება.

„მე მაინც იმედი მაქვს, რომ გადატყდება ეს საკითხი და გადატყდება საქართველოს სასარგებლოდ, ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ, რადგან დანარჩენი უკვე ჩვენი შიდა ამოცანაა, რომ ეს რუსული რეჟიმი მოვიშოროთ, რაც პირდაპირ ცხრა პუნქტში წერია. ცხრა პუნქტი ხომ დიაგნოზია იმის, რაც ახლა საქართველოში ხდება. იშორებ „ქართულ ოცნებას“, ხდები დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრი. მე იმედი მაქვს, რომ ამ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ, რადგან რაც უფრო დავშორდებით ამ ნაბიჯებს, მით უფრო დავშორდებით დაჩქარებული სრულუფლებიანი გაწევრიანების საკითხსაც. ამიტომ, მაინც მინდა, ვიყო ოპტიმისტური და პოზიტიური ამ შემთხვევაში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე, ამ პროცესს ხელი შევუწყო“ - სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება

16 სექტემბერი, 2024 , 17:18

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალო

გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, მე ერთადერთი ამოცანა მაქვს, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავიყვანოთ პოლიტიკური მმართველი პოზიციის ავანსცენიდან - მამუკა ხაზარაძე

16 სექტემბერი, 2024 , 15:51

გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ საკითხებზე, არაფერს ვერჩი მის თანაგუნდელებს, ისევე როგორც თავად გახარიას – მე ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ჩვენ რომ ხვალ დავილაპარა

სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს

16 სექტემბერი, 2024 , 15:26

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესამსახურის ინფორმაციით, განცხადება 17:00 საათზე გაკეთდება. ბრიფინგის თემა, ჯერჯერობით, უცნობია.

ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ, რა მდგომარეობაში ჩავარდით და დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო კონკრეტული გახდება ეს საუბარი, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას - კახა კალაძე

16 სექტემბერი, 2024 , 12:49

ვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე მედიისა და ოპოზიციის გამოხმაურებას. მისი თქმით, „ქართული

ორი დღეა, ოპოზიციური მედია, „ენჯეოები“ და ოპოზიცია ოს ხალხს ეძახიან მკვლელებს, ომის დამნაშავეებს, ამაზე მეტი შუღლის გაღვივება რა უნდა იყოს - შალვა პაპუაშვილი

16 სექტემბერი, 2024 , 12:33

ორი დღეა, ოპოზიციური მედია, „ენჯეოები“ და ოპოზიცია ოს ხალხს ეძახიან მკვლელებს, ომის დამნაშავეებს. ამაზე მეტი შუღლის გაღვივება რა უნდა იყოს? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპ

მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე მოღალატეობრივი განცხადების გამო - ლევან ბეჟაშვილი

16 სექტემბერი, 2024 , 12:18

მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე იმ მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც გორში გაკეთდა და სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა, - ამის შესახებ &bdqu