უკან

მსოფლიო

18 აპრილი, 2019 11:40
font-size

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუმჯობესდა

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2019 წლის ინდექსში საქართველომ მე-60 ადგილი დაიკავა.

ინდექსის თანახმად, საქართველოს 28.98 ქულა აქვს. საქართველოს რეიტინგი 2018 წლის ინდექსთან შედარებით ერთი პოზიციით გაუმჯობესდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მედიაგარემო პლურალისტურია, თუმცა კვლავ ძალიან პოლარიზებული. ანგარიშის ავტორთა განცხადებით, ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა მედიამფლობელების გამჭვირვალობისა და სატელიტური ტელევიზიის პლურალიზმის კუთხით სიტუაცია გააუმჯობესა, თუმცა მედიასაშუალებების მფლობელები მაინც ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში.

„ამასთან, „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო დავის შედეგს დიდი ზეგავლენა ექნება. ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევების რიცხვი შემცირებულია, თუმცა იუწყებიან მუქარების შესახებ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიებას ჯერ დამაჯერებელი რეზულტატი არ მოუტანია“, – ნათქვამია ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშში.

ყოველწლიური რეიტინგის ლიდერები არიან ნორვეგია, ნიდერლანდები და ფინეთი. ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს თურქმენთმა, ჩრდილოეთ კორეამ და ერითრეამ.

საქართველოს ელჩმა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

20 აგვისტო, 2019 , 12:20

საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა (რეზიდენციით ქ. ამანი), რწმუნებათა სიგელები გადასცა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბარჰამ სალეჰს. სიგელების გადაცემის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განხილული იქ

თურქეთში სავარაუდოდ აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი

16 აგვისტო, 2019 , 17:16

თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სავარაუდოდ გურჯი ხათუნის საფლავია აღმოჩენილი. ინფორმაციას საელჩო თურქულ ონლაინ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია

მსესხებელი ბანკს აღებულ კრედიტზე ნაკლებ თანხას დაუბრუნებს

15 აგვისტო, 2019 , 14:15

დანიური ბანკი იპოთეკურ სესხს უარყოფით საპროცენტო განაკვეთით გასცემს. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც კლიენტი ბანკში იმაზე ნაკლებ თანხას დააბრუნებს, ვიდრე ისესხა. როგორც „გარდიანი“ წერს, ინიციატივა და

გამოვიდა ვარშავის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „პრო გეორგია“

12 აგვისტო, 2019 , 11:13

გამოვიდა ვარშავის უნივერსიტეტის რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „პრო გეორგია“ 29/2019. ჟურნალი დაარსდა 1991 წელს, გამოდის ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ინსტიტ

არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

9 აგვისტო, 2019 , 12:20

მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაადასტუროს და აღასრულოს საქ

მწუხარებას იწვევს, რომ ვერც საქართველოში, ვერც დასავლეთში ვერ შეძლეს გაკვეთილის მიღება 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან - რუსეთის საგარეო უწყება

9 აგვისტო, 2019 , 11:45

2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა. დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთს

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს