უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 მაისი, 2018 16:10
font-size

ორი 18-სართულიანი კორპუსი რაგბის მოედნის მაგივრად - ენმ პროკურატურისგან ტერიტორიის გასხვისების საკითხი შეისწავლოს ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლილე ლიპარტელიანმა პროკურატურას განცხადებით მიმართა, რომ უწყებამ ნუცუბიძის 51 -ში მდებარე რაგბის სტადიონის განთავსებისთვის გამოყოფილი ადგილის გასხვისების საკითხი შეისწავლოს.

ლიპარტელიანის თქმით, რაგბის სტადიონის მაგივრად ადგილზე ორი 18-სართული კორპუსი აშენდება, ხოლო აღნიშნული ტერიტორია „ქართული ოცნების“ შემომწირველის, ზაურ ცხადაძის შვილმა მიიღო.

„მივმართეთ პროკურატურას, ამ კორუფციული სქემით დაინტერესდეს და გამოიძიოს, რა მოხდა თბილისის მთავრობის პირველი აპრილის სხდომაზე 2015 წელს. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება თბილისის მთავრობამ, რომ სპორტული მოედანი, რაგბის სავარჯიშო მოედანი გასხვისებულიყო. გაცვლის შედეგად ეს ტერიტორია მიიღო ზაურ ცხადაძის შვილმა. „თეგეტა მოტორსის“ მეპატრონის შვილმა სანდრო ცხადაძე და აშენებს რაგბის მოედნის ნაცვლად ორ 18 სართულიან კორპუსს“, -თქვა ლიპარტელიანმა.

პირობას გაძლევთ, რომ მე თვითონ აქტიურად მივადევნებ თავლყურს - თამარ ჩუგოშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირობა დადო, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეს უფრო დეტალურად გაეცნობა. „ცალსახად უნდა დაიკითხონ, ცალსახად, გ

ხუთივე ფირზე დაიწყოს გამოძიება - გრიგოლ ვაშაძე „ომეგას“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოითხოვა თბილისის პროკურატურისგან, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და „იბერია ტვ“-ის საქმეზე გამოქვეყნებულ ხუთივე ჩ

7% ვის მიჰქონდა, ვინ იყვნენ ეს ბიჭები? - გიორგი ფანცულაია “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ინფორმაციას თბილისის პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებაზე „ომეგა ჯგუფის“ მხარე მიიღებს მას შემდეგ,

გაერო-ს ტრიბუნას გამოვიყენებთ საქართველოს პრობლემატიკის და ქვეყნის განვითარების ხედვების წარმოსაჩენად - დავით ზალკალიანი

22 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასაბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემატი

სურთ გადაიტანონ პარლამენტი, რაც თბილისში საცობების და ხალხის გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს - გრიგოლ ვაშაძე

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა გააპროტესტა. „დღეს, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი, იდ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა, თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელმაც საქართველოში თავისუფლების შეზღუდ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`