უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 სექტემბერი, 2017 17:10
font-size

ორი მიწის ნაკვეთი არ გამიყიდია, ეს არასწორი ინფორმაციაა - კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფს“ ორი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა. მისი განმარტებით, მან მხოლოდ ერთი, ნუცუბიძეზე არსებული მიწის ნაკვეთი გაასხვისა, სადაც ახლა კორპუსი შენდება.

„არ არის ეს სწორი ინფორმაცია, თითქოს მიწის ორი ნაკვეთი მივყიდე, მე მივყიდე ერთი ნაკვეთი სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფს“. ერთი კორპუსი შენდება იმ ადგილას, ნუცუბიძეზე, რომელიც იყო ჩემი საკუთრება, რომელზეც იყო რესტორანი აშენებული. მიწა 2006 თუ 2007 წელს მაქვს ნაყიდი, ესეც შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მიწის გაყიდვას რაც შეეხება, მიწა მე გავასხვისე, ბიუჯეტი არ გამიძარცვია, ეს იყო ჩემი შემოსავლებით შეძენილი. წლების განმავლობაში ვიყავი მილანის ფეხბურთელი, მაღალანაზღაურებადი, არ დაგიმალავთ, 6 მილიონი მქონდა ხელფასი, ანუ რაღაცეები შემეძლო გამეკეთებინა, ვიყიდე და გავასხვისე. მეორე რომელ ნაკვეთზე საუბრობთ ეს არ ვიცი", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იმ ადგილას სამსართულიანის მაგივრად 8-სართულიანი კორპუსი შენდება, კალაძემ უპასუხა, რომ პროექტი და კოეფიციენტების შესყიდვა „არქი ჯგუფმა“ გააკეთა.

„მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. კანონის დარღვევა არ ყოფილა არცერთ გადადგმულ ნაბიჯზე. ნებართვა მე არ მომითხოვია, მინდობილობა ჰქონდა მიცემული „არქი ჯგუფს“ და მათ გააკეთეს პროექტიც და კოეფიციენტების შესყიდვაც", - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატზე, ელენე ხოშტარიაზე დასმულ კითხვაზე კალაძემ განაცხადა, რომ მის ბრალდებებს არ უპასუხებს, რადგან მისი მეუღლე თავად ფლობს სამშენებლო კომპანიას.

„ელენე ხოშტარიას როგორც ვუპასუხო, მისი მეუღლე არის "m კვადრატის" დირექტორი, თუ რაღაცა და როგორ შეიძლება ვუპასუხო ელენე ხოშტარიას, რომელსაც რეიტინგი აქვს ნულზე ქვემოთ. მე მგონი არასწორია. სამშენებლო მაქინაციებში დადანაშაულებას რაც შეეხება, მე მადანაშაულებს თუ მის მეუღლეს, გაერკვეს კარგად", - განაცხადა კალაძემ.

ანა მებურიშვილი

მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა ამცირებდა საბიუჯეტო შემოსავლებს და მნიშვნელოვნად აფერხებდა მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას - ივანე მაჭავარიანი

20 თებერვალი, 2020 , 13:55

მსხვილი ტელევიზიების მიერ გადასახადების გადაუხდელობა ამცირებდა საბიუჯეტო შემოსავლებს და მნიშვნელოვნად აფერხებდა მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის ს

დღგ-ის გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში შევძელით სისტემური გაუმჯობესება - ივანე მაჭავარიანი

20 თებერვალი, 2020 , 13:30

„დღგ-ის გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში შევძელით სისტემური გაუმჯობესება“, - აღნიშნა, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამ

კარგი გზავნილი ჰქონდა მერაბიშვილს ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით - გიორგი ვაშაძე

20 თებერვალი, 2020 , 12:45

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებას მივესალმები, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ამასთან, ვაშაძე ამბობს, რომ მერაბიშვილის პოლიტიკური გეგმები მისთვის უცნობია, თ

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები` პარლამენტში ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს

20 თებერვალი, 2020 , 12:45

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" პარლამენტში დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები” პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებას და აღნიშნული ცვლილებები

გიორგი გახარია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა

20 თებერვალი, 2020 , 12:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. ამის შე

“ქვეყანაში ბიზნესს ვერ გააკეთებ, თუ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან არ გაქვს შეთანხმებული”

20 თებერვალი, 2020 , 11:41

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და მთავრობა კოალიცია „ქართული ოცნების“ გუნდით დაკომპლექტდა. ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო პლატფორმა და დაპირებები მართვის სი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`