უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ოქტომბერი, 2019 16:40
font-size

ორხევის დასახლებას ISUZU-ს მარკის 5 ახალი ავტობუსი მოემსახურება

ორხევის დასახლებაში, №56 ავტობუსის ხაზზე, “ISUZU”-ს მარკის ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. 8 მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს ორხევის დასახლებიდან, ქეთევან წამებულის გამზირის გავლით, მეტროსადგურ ისნამდე გადაიყვანს.

თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, მის სამაჟორიტარო ოლქში ახალი ავტობუსები მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე დაინიშნა. მისივე განმარტებით, ძველი ავტობუსების თანამედროვე სტანდარტების ავტობუსებით ჩანაცვლება მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ხაზებზე ავტობუსების დამატება კვლავაც გაგრძელდება, რაც სამომავლოდ მოლოდინის რეჟიმს საგრძნობლად შეამცირებს.
„მე როგორც ამ რაიონის მაჟორიტარს აქტიური შეხვედრები მაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან და მინდა გითხრათ, რომ მათთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის მოგვარებასაც გვთხოვდნენ გამართული მუნიციპალური ტრანსპორტი იყო. დედაქალაქში არსებული ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს და მიხარია, რომ მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები ორხევის მოსახლეობასაც მოემსახურება. თბილისის მთავრობა მოსახლეობის გამართული მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად აქტიურად მუშაობს. მიმდინარეობს ძველი ავტობუსების, ახლით ჩანაცვლების პროცესი. უახლოეს დღეებში სიახლე ლილოს დასახლებასაც შეეხება. ახალი ავტობუსებით, სამგორის რაიონის მოსახლეობა გადაადგილებას გაცილებით კომფორტულად შეძლებს, “ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ახალი ავტობუსით, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმაც იმგზავრეს.

თბილისის მერიამ ახალი, 8 მეტრიანი ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შეისყიდა. აღნიშნული ავტობუსები სულ 53 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ISUZU-ს მარკის ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდეცირების და ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა და usb-დამტენები.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი