უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

4 ივნისი, 2020 14:56
font-size

ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარება -ნათია თურნავა

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იზრდება იმ დარგების სია, რომლებიც პროგრმაში ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ აქამდე პროგრამაში 100-მდე დარგი იყო, ახლა პრაქტიკულად ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარება.

„ მათ შორის გამორჩეულია - საშენ მასალათა, პლასტმასის და სხვა მსგავსი წარმოებები, რადგან ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს, რომ საკუთარ რესურსზე დაყრდნობით ჩვენმა ბიზნესმა შეძლოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და კონკურენტუნარიანი პროდუქცია მოაწოდოს ბაზარს და გაიტანოს ექსპორტზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

კიდევ ერთი მნიშვნეოოვანი სიახლე შეეხება სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ ინდუსტრიას და კვების მრეწველობას - როგორც მინისტრმა განმარტა, სახელმწიფო მხოლოდ ამ მიმართულებით დაუშვებს, რომ ბიზნესმა ერთდროულად ორი პროგრამის დახმარებით ისარგებლოს.

„ერთადერთი ამ სექტორში ვუშვებთ შემდეგს - ბიზნესს შეეძლება ერთდროულად ისარგებლოს დახმარებით როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის სუბსიდირებით, ასევე ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში საკრედიტო-საგანტიო სქემით - ანუ, ერთდროულად ისარგებლოს ჩვენი თანაუზრუნველყოფით და სესხის პროცენტის თანადაფინანსებით. ეს ხაზს უსვამს - ჩვენთვის ადგილობრივი, მათ შორის კვების ადგილობრივი წარმოება პრიორიტეტია,” - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

19 ივლისი, 2021 , 11:43

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 209.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შ

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ სატვირთო გადაზიდვებს იწყებს

2 ივლისი, 2021 , 11:22

ქართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ ავიაპარკს აფართოებს და სამგზავრო ავიარეისებთან ერთად სატვირთო გადაზიდვებისთვის ემზადება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბოინგ 737-700 ტიპის სატვირთო ხ

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით 23.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა - ეროვნული ბანკი

30 ივნისი, 2021 , 18:05

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით -23.9 მლრდ. აშშ დოლარი (-81.6 მლრდ. ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -150.5 პროცენტია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაც

მაისში დაფიქსირებული 25.8%-იანი ზრდა მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა პოზიტიური სცენარისკენ მიმდინარეობს - ლაშა ხუციშვილი

30 ივნისი, 2021 , 15:10

მაისში დაფიქსირებული 25.8%-იანი ზრდა მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა პოზიტიური სცენარისკენ მიმდინარეობს, რომელიც წლიურ ჭრილში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვ

მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 ივნისი, 2021 , 11:31

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 25.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.5 პროცენტია. ამის

კორეის რესპუბლიკა საქართველოსთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით უდიდესი პოტენციალი არსებობს - გენადი არველაძე

25 ივნისი, 2021 , 16:31

24-25 ივნისს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური რაუნდი გაიმართა, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში ჩატარდა. საქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი