უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

28 ოქტომბერი, 2016 18:30
font-size

ორმხრივ ვაჭრობაში მეტად განსავითარებლად საქართველო და აზერბაიჯანი სამუშაო ჯგუფს შექმნიან

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა და მასთან ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ ძირითად საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის მხარეთა საექსპორტო შესაძლებლობები, ამ მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურება და ხელშეწყობა,

ეკონოიმიკის სამინისტროს ცნობით, ორმხრივი სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროების დონეზე ჩამოყალიბდება და შეისწავლის მხარეთა საექსპორტო პოტენციალს და შეიმუშავებს წინადადებებს სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიზნით. ორმხრივი ვაჭრობის გარდა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და შაჰინ მუსტაფაევმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთელი სპექტრი განიხილეს. მხარეებმა ერთმანეთს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ეკონომიკების მდგომარეობისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამების შესახებ.

აღინიშნა, რომ 2016 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობის აზერბაიჯანი საქართველოს უმთავრესი ინვესტორია. 2016 წლის იანვარ-ივნისში ინვესტიციების ოდენობა აზერბაიჯანიდან, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა, 282,5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 34%-იანი წილით კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს საქართველოში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის. საქართველოს ვიც-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მიესალმა აზერბაიჯანული ინვესტიციის ზრდას საქართველოს ეკონომიკაში და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ტრანზიტის სფეროში. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაზრდიან ძალისხმევას ე.წ. კასპიის სატრანზიტო კორიდორის განვითარების ხელშეწყობაზე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს გაივლის. აღინიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების შემდეგ, ტვირთბრუნვა აღნიშნული მარშრუტის გამოყენებით გაიზრდება.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ 2016 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, ვიზიტორების ოდენობა აზერბაიჯანიდან, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა 11%-ით და შეადგინა 1,170,301 ვიზიტორი.აღნიშნულ პერიოდში, ვიზიტორების შემოსვლების მიხედვით, საქართველოს ძირითად ათეულში, აზერბაიჯანი I ადგილზე იმყოფება 24%-იანი წილით.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი თბილისის აბრეშუმის გზის მეორე ფორუმზე მიიწვია.

იანვარში ეკონომიკა 5.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

28 თებერვალი, 2020 , 12:35

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ია

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8042 ლარი გახდა

27 თებერვალი, 2020 , 16:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8042 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7928 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ისრაელის ბიზნესპალატის მხარდაჭერილმა ქაშერულმა ღვინომ გერმანიაში ოქროს მედალი მოიპოვა

27 თებერვალი, 2020 , 13:35

გერმანიაში ჩატარებულ ღვინის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე- MUNDUS VINI ქართული კომპანია „ბადაგონის“ მიერ წარმოებულმა ქაშერულმა ღვინომ „საფერავი ქაშერი“ (წითელი მშრალი) ოქროს მედალი მოიპოვა. კომ

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.10 პროცენტით შემცირდა

25 თებერვალი, 2020 , 19:38

2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

25 თებერვალი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

25 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ 2020 წლის იანვრის მდგომარეობით. სესხებისა და დეპოზიტების შესახებ ინტერაქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`