უკან

მოზაიკა

19 აგვისტო, 2021 11:27
font-size

ორთოპედიული ბალიშის გამოყენების უპირატესობები

ორთოპედიულ ბალიშებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ.ამ პროდუქტის ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია, შესაბამისად, მომხმარებელთა კატეგორიაც მრავალფეროვანია. ორთოპედიულ ბალიშებს განსხვავებული ასაკის მქონე ადამიანები ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო იყენებენ. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ამ პროდუქტით მხოლოდ კომფორტული მგზავრობისთვის ან მშვიდი ძილისთვის სარგებლობს.

ორთოპედიული ბალიშები თავს,კისერსა და ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, რაც მთელ ტანს კუნთების მოდუნებაში ეხმარება. ამიტომ მისი ხშირი გამოყენება ადამიანების მდგომარეობას ბევრად აუმჯობესებს - ჯდომის, წოლისა თუ მგზავრობის პროცესში.

კომპანიაახალი ხედვისორთოპედიული ბალიშები

კომპანიაახალი ხედვა მომხმარებლებს ცნობილი თურქული ბრენდების - Morsa Cyberg /მორსასა და BERGER / ბერგერის ორთოპედიულ ბალიშებს სთავაზობს.

მორსა/MorsaCyberg - თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს,კომპანია საქართველოში „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. „ახალი ხედვის“ მაღაზიებში წარმოდგენილი სხვადასხვა დანიშნულების მქონე ორთოპედიული ბალიშები ლატექსის მასალისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს. მათი ღირებულება კი 65 ლარიდან 145 ლარამდე მერყეობს.

ორთოპედიული ბალიში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, იქნება ეს რაიმე სახის პათოლოგია თუ უბრალოდ ძილის დარღვევა. მაგალითად, მშვიდი და სასიამოვნო მგზავრობისთვის სამგზავრო ბალიში არსებობს. მისი განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას. თუ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა გიწევთ და კუდუსუნის არეში ტკივილს ხშირად გრძნობთ, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სავარძლის ბალიშის შეძენა. არსებობს ასევე ზურგის ბალიში, რომელიც წელს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს,იგი დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან.ეს პროდუქტი იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.

განვიხილოთ, კომპანია “ახალი ხედვის” რამდენიმე ორთოპედიული ბალიში:

- კისრის ორთოპედიული ბალიში - განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის.მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის,თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს.

- ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში. დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.

- სავარძლის ბალიში - იყენებენ ძირითადად ის ადამიანები, რომლებსაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა და კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებთ. ის ასევე აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ჰემოროის პროგრესირებას.

- რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში - განკუთვნილია გულძმარვისთვის. ბალიშის ამაღლებული ზედაპირი სხეულის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას უზრუნველყოფს, რაც საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.

NS

თანამედროვე ტრენდები ბიზნესში

20 ოქტომბერი, 2021 , 18:49

სტატისტიკურად, 2019 წელს 2.05 მილიარდმა ადამიანმა ისარგებლა ონლაინ შესყიდვებით, რაც იმაში გვარწმუნებს, რომ მსოფლიო მოსახლეობის 21.55% ინტერნეტის საშუალებით ყიდულობს პროდუქციას.  მიმდინარე წლის ბოლომდე,  ამ მაჩვ

BENTLEY BENTAYGA - გამორჩეულად დახვეწილი ქროსოვერი

18 ოქტომბერი, 2021 , 21:37

Bentley Bentayga თავისი სეგმენტის უპირობო ეტალონია დახვეწილი ქროსოვერი, ფლობს უპრეცედენტო სიმძლავრეს და გამოირჩევა განსაცვიფრებელი მდიდრულობითა და კომფორტით ყოველდღიურ მგზავრობაში ახალი დიზაინი განსახიერებს ბენტლის ბრენ

მიეცი ხმა და მოხატე სტადიონი შენს უბანში!

18 ოქტომბერი, 2021 , 17:18

-ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ნიკო კალათბურთის სტადიონების მოხატვას აგრძელებს -მეხუთე სტადიონი, რომელიც პროექტის ფარგლებში მოიხატება, გამოკითხვით შეირჩევა -ხმის მიცემა artball.ge-ზე მიმდინარეობს და 22 ოქ

სამედიცინი მაღაზია “ახალი ხედვა” - ორთოპედიული ფიქსატორების ყველაზე დიდი არჩევანი

18 ოქტომბერი, 2021 , 11:49

კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.  ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე სამედიცინო ჯგუფს თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვს

რამდენად საშიშია ვარიკოზი?

18 ოქტომბერი, 2021 , 10:09

ვარიკოზი გავრცელებული ვენური დაავადებაა და ის ძირითადად წლების მატებასთან ერთად ქალებში ვლინდება. დიდხანს დგომისა და ჯდომის შემდეგ თუ  ფეხების შეშუპება, სიმძიმე  და წვის შეგრძნება გაწუხებთ, უნდა გადაამოწმოთ, შე

ქართულ კიბერსპორტში ახალი ერა იწყება!

16 ოქტომბერი, 2021 , 13:00

ევროპაბეთისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის ურთიერთთანაშრომლობის შედეგად, კიბერსპორტში უპრეცედენტო ტურნირი იწყება, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება. მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში არ ჩა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი