უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

27 ივლისი, 2021 09:12
font-size

ორთოპედიული მაღაზია “ახალი ხედვა”

ორთოპედიული მაღაზია "ახალი ხედვა" პროდუქციის იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან 2012 წლიდან აწარმოებს. ამ პერიოდიდან, დღემდე კომპანიის ფილიალებში უმაღლესი ხარისხის ფიქსატორები, ორთოპედიული ბალიშები, წელის კორსეტები და ქამრები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი.

სამედიცინო ჯგუფი მომხმარებელს ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის , Tipsan-ის, Berger-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას სთავაზობს.

რა ორთოპედიულ პროდუქტებს გვთავაზობს კომპანიაახალი ხედვა“ ?

„ახალი ხედვის“ ორთოპედიული მაღაზია მომხმარებელს პროდუქტების საკმაოდ დიდ არჩევანს სთავაზობს. კომპანიის ფილიალებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის განკუთვნილი ორთოპედიული ბალიში. ასევე, წელის კორსეტები და ქამრები, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს გამოიყენება. „ახალი ხედვის“ ფილიალებში ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი ფიქსატორებიც. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები - სხეულის ამ ნაწილში სახსრის დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოიყენება. ასევე, ზოგიერთი მათგანი ხსნის დისკომფორტს საზარდულის თიაქრის დროს.
  • სხივ-მაჯის ფიქსატორები - უზრუნველყოფს მაჯის სახსრის იმობილიზაციას მაჯის მოტეხილობის, ამოვარდნილობის და მაჯის სახსრის მყესების დაჭიმულობის დროს.
  • მხრის ფიქსატორები - გამოიყენება ართრიტის, ართროზის, მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის შემთხვევაში. მისი ტარება მხრის კუნთებისა და მყესების დაზიანება/დაჭიმვის დროსაც ეფექტურია.
  • იდაყვის ფიქსატორები - გამოიყენება ფიზიკური დატვირთვის დროს და იდაყვის სახსარს დაზიანებისგან იცავს. ინიშნება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდაც, განსაკუთრებით ჩოგბურთის იდაყვის სინდრომის და ეპიკონდილიტის დროს.
  • კოჭის ფიქსატორები - ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის მიერ. აქილევსის მყესის დაზიანებისა და დაჭიმულობის შემთხვევაში ფიქსატორის გამოყენება ამცირებს ტკივილს.-კისრის ფიქსატორები - იდეალურია ოსტეოქონდროზის, კისრის არეში მალთაშუა დისკის თიაქრის და სხვა ტრავმების დროს.
  • თითის ფიქსატორები - მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვული ქსოვილების დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის დროს გამოიყენება.
  • ტერფის ფიქსატორები - უზრუნველყოფს ტერფის ანატომიურ მდგომარეობაში შენარჩუნებას. გამოიყენება ასევე ტერფის მყესების, კუნთების, სახსრების დაზიანების დროს.
  • მუხლის ფიქსატორები - სხვადასხვა ტრავმის და მყესების დაჭიმულობის დროს შეგიძლიათ შეიძინოთ. ის იცავს მუხლის სახსარს დაზიანებისგან და აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს.

როგორ შევიძინოახალი ხედვისპროდუქტები?

კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქციასთან ერთად თანამედროვე სერვისებსაც აწვდის და ადამიანებს დროის დაზოგვის მიზნით ნივთების შეძენის სხვადასხვა მეთოდს სთავაზობს.

სასურველი პროდუქტის შეძენა თბილისის გარდა, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში შეგიძლიათ. კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით 16 მაღაზიით არის წარმოდგენილი. თუმცა, თუ თქვენთვის სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ რეჟიმში უფრო მისაღებია, მაშინ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა დარეგისტრირდეთ. „ახალი ხედვის“ მაღაზიებში შეძენილ პროდუქტს კი საქართველოს ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში მიიღებთ.

პროდუქტის სწორად შერჩევაში კომპეტენტური კონსულტანტები - როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ კომუნიკაციისა ან სატელეფონო ზარის მეშვეობითაც დაგეხმარებიან.

NS

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი