უახლესი ამბები
- 25.02.2021 21:54კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა -სალომე ზურაბიშვილი
- 25.02.2021 21:21ნატო ჩხეიძე: პროფესიონალიზმის მისხალიც აღარ შერჩათ ამდენ ცამპა-ცუმპაში
- 25.02.2021 20:23პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი იყო ნიკა მელიას ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა მისი პატიმრობა - მამუკა მდინარაძე
- 25.02.2021 20:02ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით და ახლა გვეუბნებიან უკვე გაუქმებული გირაოს თანხა გადაიხადეთო - ამ ბრიფინგითაც დასტურდება ნიკა მელიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით - ადვოკატი
- 25.02.2021 19:33თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივრის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- 25.02.2021 19:21პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს
არქივი
სამართალი


ოთარ ფარცხალაძე ამ ეტაპზე არ არის მოწმე - პროკურორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის გამოკითხვა დასრულებულია.
პროკურორ, ზაზა დათუკიშვილის განცხადებით, გამოკითხვისას ლაშა თორდიამ მომხდარი ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან ინციდენტის დეტალებზე ისაუბრა.
„ასევე, მან ისაუბრა საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებზე. ამ ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსში და ინფორმაციაში გამოძიების ინტერესებიდან ვერ ვისაუბრებ.
საქმეზე დაკითხულია უკვე არაერთი მოწმე. ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო მოქმედება. გამოძიების ტაქტიკიდან და ტექნიკიდან გამომდინარე, პერიოდულად განხორციელდება ყველა მოწმის დაკითხვა. ოთარ ფარცხალაძე ამ ეტაპზე არ არის მოწმე“, - განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, საქმის კვალიფიკაციის შეცვლა-არშეცვლის საკითხზე გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
თავდასხმის ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი იყო ნიკა მელიას ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა მისი პატიმრობა - მამუკა მდინარაძე
25 თებერვალი, 2021 , 20:23
ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით და ახლა გვეუბნებიან უკვე გაუქმებული გირაოს თანხა გადაიხადეთო - ამ ბრიფინგითაც დასტურდება ნიკა მელიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით - ადვოკატი
25 თებერვალი, 2021 , 20:02

თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივრის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
25 თებერვალი, 2021 , 19:33

პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს
25 თებერვალი, 2021 , 19:21

ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო
25 თებერვალი, 2021 , 17:20

ნორვეგიული და იტალიური კომპანიების კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - პროკურატურა
25 თებერვალი, 2021 , 13:08