უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 თებერვალი, 2020 11:25
font-size

ოთარ ფარცხალაძე მთავაზობდა მეთქვა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ჩვენ დავგეგმეთ, სანაცვლოდ ქვეყანას დამატოვებინებდა - ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილმა გადაცემაში "ღამის მთავარი" ფარცხალაძის მიერ საკნიდან მისი გაყვანის დეტალებზე ისაუბრა.

მერაბიშვილის თქმით, ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მას სთხოვდა ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დაგეგმვა ეღიარებინა, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოფშორულ ანგარიშებზე ფული აქვს. მისივე თქმით, სანაცვლოდ ქვეყნიდან წასვლას სთვაზობდნენ.

„ღამით გამიყვანეს, ციხის უფროსი შემოვიდა. მიმიყვანეს ფარცხალაძესთან, დეტალებს არ მოვყვები. შემომთავაზა, რომ საქართველო უნდა დამეტოვებინა. იმისთვის, რომ საქართველოს დატოვების საშუალება მოეცათ, უნდა მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა. მემხილებინა სააკაშვილი, რომ თითქოს მას შვეიცარიის ბანკში მილიონები აქვს. სიმართლე გითხრათ, უფრო კონკრეტულად რას ითხოვდნენ, იქამდე საქმე აღარ მისულა.

როცა შემოთავაზების დაწყებისას ტონალობას მივხვდი, ვუთხარი, რომ მათი მხრიდან ეს არასერიოზული იყო. შეურაცხყოფილი დავრჩი იმით, თუ რატომ ჩათვალეს, რომ ჩემთან ამაზე დალაპარაკება შეიძლებოდა, რადგან მე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიყავი. ასე მესმის, რომ მაღალი თანამდებობის პირებისთვის ასეთი რაღაცის შეთავაზება გაუგებარია. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის, ჩემი პიროვნების წინააღმდეგ უნდა მიმეცა ჩვენება, ეს ხომ პირად კომპრომისზე წასვლა იყო“,-განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, შეურაცხმყოფელი იყო ისიც, რომ თავზე გადააფარეს და საპატიმრო დაწესებულებიდან ისე გაიყვანეს.

„მივხვდი, რაც სჭირდებოდათ. ეს საუბარი რომ გამეგრძელებინა, მეტყოდნენ, უბრალოდ თქვი, რომ ჟვანიას მკვლელობა ცუდად არის გახსნილი, ან რაღაც მსგავსი. ეს რომ მეთქვა, ჩემი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის დამაჯერებელი იქნებოდა.

სანამ საუბარს დაიწყებდა, ფარხალაძეს ვუთხარი, FBI-ის დასკვნა ხომ არსებობს და წაიკითხეთ. რატომღაც შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა“,-განაცხადა მერაბიშვილმა.

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი