უკან

სამართალი

6 ნოემბერი, 2018 15:35
font-size

ოთარ ფარცხალაძე ,,ომეგა ჯგუფის“ საქმესა და ე.წ. სარდაფის ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხება - პროკურორი

ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ,,ომეგა ჯგუფის“ საქმესა და ე.წ. სარდაფის ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხება. შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან პროკურორმა ემზარ გაგნიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი უკვე წარედგინა ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე, მეტყველებს იმაზე, რომ გამოძიების მიმართ კითხვის ნიშნები არ არსებობს.

,,არ არსებობს არანიარი კითხვის ნიშანი იმისა, რომ ,,ომეგა ჯგუფი“ საქმესთან დაკავშირებითაც მოხდება მისი გამოკითხვა.

,,ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ჩატარდება ყველა ის საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც უწყეტ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს. ყველა ის პირი, რომლის ბრალეული ქმედებებიც დადგინდება, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით შესაბამის ინფორმაციას მოგაწვდით.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვის საკითხს, როგორც უკვე აღვნიშნე, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც ახლა აქ ვიმყოფებით და რა თქმა უნდა, არ არსებობს იმის კითხვის ნიშანი, რომ ოთარ ფარცხალაძე “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებითაც გამოიკითხება.

მინდა უფრო მეტიც მოგახსენოთ, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საგამოძიებო მოქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, გამომძიებელი თავად საზღვრავს ტაქტიკას, რა რის შემდეგ უნდა განხორციელდეს, საქმის ინტერესიდან გამომდინარე.

ამ ეტაპისთვის არ არის გამოკითხული, თუმცა ვადასტურებ, რომ გამოძიებისთვის არ არსებობენ ხელშეუხებელი პიროვნებები და ყველა ის პირი გამოიკითხება, ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, რომელიც საქმის გახსნას შეუწყობს ხელს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ემზარ გაგნიძემ.

საკვანძო სიტყვები:

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

11 აპრილი, 2024 , 14:13

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში ლევან მურუსიძის მიერ განხილულ, სულ ცოტა, ხუთ საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. როგორც ორგანიზაციის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი