უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 მაისი, 2019 12:40
font-size

ოთარ ფარცხალაძე სასამართლოში მივიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი სახელმწიფო აუდიტორის, ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძე სასამართლოში მივიდა. მან ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარხცალაძე ამ დრომდე ჩატარებულ რამდენიმე პროცესზე არ გამოცხადდა.

შემთხვევა 2017 წლის 13 მაისს რესტორან „ელ ცენტროში“ მოხდა. იმ დროინდელი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. ლაშა თორდია ამტკიცებდა, რომ ფარცხალაძის მხრიდან მის მიმართ აგრესია გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კონტროლის პალატას ჰქონდა გარკვეული დასკვნები ფარცხალაძის საქმინობასთან დაკავშირებით. სწორედ ამ დოკუმენტების გაწვევას ითხოვდა უკან ოთარ ფარცხალაძე.

თავად ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს. მას ამ საქმეზე 5000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ამავე საქმეზე ასევე ბრალდებული ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელი, რომელიც არსებული ინფორმაციით ინციდენტის დროს ოთარ ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ხუთივე პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

21 სექტემბერი, 2019 , 16:43

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ხუთივე პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს თანხა თითოეულ ბრალდებულზე 25 ათას ლარს შეადგენს. პროკურატურა მათ წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. შე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღაზია ”ზუმერის” გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი

21 სექტემბერი, 2019 , 11:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით

პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყების შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება

20 სექტემბერი, 2019 , 15:10

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ ადმინისტრაციის განცხადებაშია

გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

20 სექტემბერი, 2019 , 15:03

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძ

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება

19 სექტემბერი, 2019 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლოში, "გამარჯვებული საქართველო"-ს ლიდერის და მასთან ერთად დაკავებული 2 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ირაკლი ოქრუაშვილი პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება. როგორც სხდომის დაწყების წინ,

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

19 სექტემბერი, 2019 , 17:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების გად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს