უკან

სამართალი

6 ნოემბერი, 2018 11:45
font-size

ოთარ ფარცხალაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურამ ფარცხალაძეს ბრალი 126-ე, ცემის მუხლით ე.წ. „ელ-ცენტროს“ საქმეზე წარუდგინა.

კერძოდ, როგორც გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა, გამოძიება ყოფილ მთავარ პროკურორს აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა თორდიას ცემას ედავება. საქმე ეხება შარდენის ქუჩაზე, კლუბ „ელ-ცენტროში“ ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას.

„ბრალი წარედგინა ცემის ფაქტზე, ე.წ. “ელ-ცენტროს” ინციდენტზე. ბატონი ოთარი ბრალს არ აღიარებს, რადგან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. თურმე ბრალის წარდგენის საფუძველი არის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც მიიღო საგამოძიებო ორგანომ. ჩვენ დავადასტურეთ, რომ არანაირ თავდასხმას არ ჰქონია ადგილი ჩვენი მხრიდან. განვმარტეთ, რომ პროვოცირებას ადგილი ჰქონდა ე.წ. დაზარალებულის მხრიდან და ვაპირებთ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას. 126-ე მუხლით არის დევნა დაწყებული ბატონი ოთარის მიმართ“, – განაცხადა მოსიაშვილმა ,,პირველ არხთან“ საუბარში.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროკურატურისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი არა სამართლებრივი და პროცესუალური შეფასება, არამედ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების აზრი გახდა.

„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც პროკურატურამ ბრალის წარდგენისთვის მოიხმო არა პროცესუალური ნორმები, არამედ სამწუხაროდ, აჰყვა საზოგადოებისა თუ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების აზრს“, – განაცხადა მოსიაშვილმა.

პოლიციამ ბათუმში მანქანის და მოპედის ქურდობის მცდელობის ფაქტებზე ორი პირი დააკავა

14 სექტემბერი, 2019 , 11:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ძ. და 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ქურდობ

გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის თანამშრომელი ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს

14 სექტემბერი, 2019 , 11:45

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლ

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილზე“ განცხადებას ავრცელებს

13 სექტემბერი, 2019 , 17:20

გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც „გიორგი გახარიას მიერ გაგზავნულ მუქარის წერილს“ შეეხება კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს დ

ნიკანორ მელიას პროკურატურაში იბარებენ

13 სექტემბერი, 2019 , 13:20

საქართველოს გენერალური პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფ

სისხლიანი დაპირისპირება რუსთაველზე

13 სექტემბერი, 2019 , 12:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს. გამოძ

დმანისში შუახნის მამაკაცი მოკლეს

13 სექტემბერი, 2019 , 12:50

დმანისში შუახნის მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის მოტივ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს