არქივი
სამართალი


ოთარ ფარცხალაძემ შესაძლოა საგამოძიებო უწყებას მისი დაკითხვა თავად მოსთხოვოს
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ შესაძლოა, საგამოძიებო უწყებას მისი დაკითხვა თავად მოსთხოვოს.
შესაბამისი განცხადება ფარცხალაძის ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
ადვოკატ, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ფარცხალაძე კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გამოძიების მხრიდან დაკითხვაზე დაბარების შემთხვევაში, უწყებაში ნებისმიერ დროს გამოცხადდეს. ამასთან, ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ოჯახის ადვოკატები პროკურატურაში განცხადების შესატანად ემზადებიან.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა განაცხადეს, ისინი 13 მაისს, კაფე-ბარ "ელ ცენტროში" მომხდარის ირგვლივ, მასალებს აგროვებენ და კვირის ბოლომდე საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან.
”ჩვენ დაველოდებით გარკვეული პერიოდი და თუ კიდევ არ მოხდა მისი გამოძახება, გამორიცხული არაა, წერილობით მივმართოთ საგამოძიებო ორგანოს და მოვითხოვოთ დაკითხვა, რათა საზოგადოებაში არსებული ეჭვები გაქარწყლდეს”, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
კითხვაზე, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა თორდიას, რომ არასწორი ინფორმაცია გაევრცელებინა მომხდარის შესახებ, მოსიაშვილმა აღნიშნა, „მაშინ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ოთარ ფარცხალაძეს, რომ ამ სკანდალში გახვეულიყო“.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
თავდასხმის ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:

„მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე წარწერების ფაქტზე არასრულწლოვნის გამოკითხვასთან დაკავშირებით შსს განცხადებას აკეთებს
14 დეკემბერი, 2019 , 15:40

ირლანდიასა და ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს
13 დეკემბერი, 2019 , 17:10

სემეკმა სს „თელასი“ დააჯარიმა
13 დეკემბერი, 2019 , 16:45
პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო
13 დეკემბერი, 2019 , 16:45

ყაჩაღობაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 დეკემბერი, 2019 , 16:05

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
13 დეკემბერი, 2019 , 16:05