უახლესი ამბები
- 18.03.2024 18:24იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- 18.03.2024 18:15საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
არქივი
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ბათუმის ნავსადგურში სანქცირებული ტვირთით დატვირთული გემი შევიდა, თუმცა საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემი შევიდა, თუმცა აცხადებს, რომ საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.
ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეძლება ეხებოდეს სანქციებს, ხდება არასწორი ინტერპრეტირების საგანი. ის, რომ ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, ეს ფაქტია. ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ და შესაბამისად, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით.
საქართველოში, არცერთი ფაქტი სანქციების ან გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის არ ყოფილა. ვიღაცას შეიძლება სურვილი ჰქონდეს საქართველოში პროდუქტების შემოტანის, მაგრამ საქართველოს უწყებები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოქმედებენ.
საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე. შესაბამისად, საბაჟოს თანხმობის გარეშე, პორტს, რაც არ უნდა სურვილი ჰქონდეს, ტვირთი ვერ მოხვდება საქართველოში და ვერ მოხვდება საქართველოს საბაჟო სივრცეში”,- განაცხადა დავითაშვილმა.