უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 ივლისი, 2019 16:02
font-size

ოთხი არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე დედა და დეიდაა დაკავებული

ბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული ა.პ. და 1984 წელს დაბადებული ქ.პ. დააკავეს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ.

სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.

ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, 6-ვე მათგანი ბრალდებული იყოს 109-ე მუხლით

10 ივლისი, 2020 , 17:40

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს გამოედევნენ და დადგა ეს შედეგი, ბრალდებულები იყვნენ სისხლის სამართლის

მირიან ნიკოლაძე - გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში

10 ივლისი, 2020 , 17:36

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, რის შემდეგაც იგი გადააგდეს მდინარეში. როგორც მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე თავს იკავე

ნიკა გვარამია საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს

10 ივლისი, 2020 , 16:15

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ გვარამია Facebookის საკუთარ გვერდზე წერს. „კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დამიბარა“, - წერს ნი

ასფიქსია წყალში დახრჩობით - გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გასაჯაროვდა

10 ივლისი, 2020 , 13:40

გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.  ,,მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდო

გლდანში უმისამართოდ სროლასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

10 ივლისი, 2020 , 11:10

გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი. „2020 წლის 9 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრი

საგამოძიებო სამსახურმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე, კომპანიის ხელმძ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე