უკან

პოლიტიკა

27 ივნისი, 2018 14:45
font-size

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გარდაცვლილი ადამიანებია შეყვანილი - სერგი კაპანაძე ხელისუფლება უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რუსეთის არცერთი მოქალაქე არაა შეყვანილი, თუმცა იქ მოხვდნენ გარდაცვლილი ადამიანები.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს სიის შედგენას და შეიყვანოს იქ რუსეთის მოქალაქეები.

„სამწუხაროდ, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ არ არის შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არცერთი მოქალაქე. კერძოდ, არ არიან შეყვანილი „ეფ-ეს-ბეს“ ადგილზე არსებული „გერეუსა“ და ზოგადად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს და ხშირ შემთხვევაში არიან პასუხისმგებელნი არა მარტო დანაშაულის ჩადენაზე, არამედ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაზე. არცერთი ასეთი ადამიანი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ არ მოხვდა! ჩვენ, „ევროპული საქართველო“ გავაგრძელებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც მოხვდნენ ამ სიაში, მეორე მხრივ, ამ სიამ მოიპოვოს მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებში. ჩვენი კონკრეტული ძალისხმევით ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის მოწოდება ევროკავშირის ქვეყნებისადმი, რომ მათ ამ სიაში მყოფი ადამიანები შეიყვანონ თავიანთ სანქცირებულ ადამიანთა სიაში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს სიას და განავრცოს ის. შეიყვანოს მასში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და ეს პასუხისმგებლობა იყოს უფრო მეტი, ვიდრე არის დღეს.

ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოვლენა არის, რომ სიაში, სამწუხაროდ, შეყვანილი არიან ადამიანები, რომლებიც არიან გარდაცვლილები. ესეც მეტყველებს იმაზე, თუ როგორი არასერიოზული იყო მათი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სია. ეს არის სია, რომელიც კონკრეტულ გზავნილს აგზავნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ან არღვევენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს ან შეიძლება მომავალში დაარღვიონ, რათა მათ კარგად გაიგონ, რომ ამის გამო მოუწევთ როგორც პოლიტიკური, ისე კონკრეტული ფასის გადახდა“, - განაცხადა დეპუტატმა.

მთავრობამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია დაამტკიცა, რომელშიც 33 პირი მოხვდა. სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

`საკანში ვიზიტის ვიდეოს გამოქვეყნება წულუკიანის გადაყენების საფუძველია`- არასამთავრობოების განცხადება

21 იანვარი, 2020 , 17:35

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წ

სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ტოივო კლაარს შეხვდა

21 იანვარი, 2020 , 17:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს – ტოივო

პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

21 იანვარი, 2020 , 16:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. როგორც „მედიანიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონი

საქართველოსათვის თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ისრაელთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია - სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი, 2020 , 16:25

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრს ეწვია და თანამედროვე ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს გაეცნო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრში, რომლის საქ

სალომე ზურაბიშვილი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

21 იანვარი, 2020 , 11:35

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მეხუთე ფორუმს დაესწრება. მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

21 იანვარი, 2020 , 11:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური დავოსში დღეს ჩავა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაიმართება მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`